
ხელვაჩაურში, მდინარე აჭარისწყალზე ჯომარდობის დროს ოთხი ტურისტი დაიღუპა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და სამართალდამცველები.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულები უკრაინის მოქალაქეები არიან.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2017 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში, მართვის მოწმობა 12 903 მოქალაქემ შეცვალა - ამის შესახებ Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 1 აპრილამდე აღებულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1-ელ იანვარს ეკარგება, შესაბამისად, მისმა მფლობელემა დოკუმენტი უნდა შეცვალონ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, თუ A, B, BE, T, S, A1 და B1 კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე აიღეთ, მას მოქმედების იურიდიული ძალა 2028 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება, შემდეგ კი განახლება მოგიწევთ.
ხოლო 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D, DE, C1,E D1 და D1E კატეგორიების , (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს ძალა 2018 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდებათ.
2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში კი მოქმედების კონკრეტული ვადა იწერება, რომლის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი უნდა განაახლოთ.
მართვის მოწმობის განახლებისთვის გამოცდის ხელახლა ჩაბარება არ გესაჭიროებათ,ამისთვის მხოლოდ 15 ლარის გადახდა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოთ. 15 ლარს როგორც ავტომატური, ისე მექანიკური სიჩქარის გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უფლების განახლებისთვის იხდით.
მომსახურების სააგენტოში ასევე განმარტავენ, რომ მისი მოქმედების ვადის გასვლამდე მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის , ხოლო ახალი მოწმობის აღების ან/და შეცვლის შემთხვევაში დღეს არსებული ღირებულება უცვლელი დარჩება.
ფოტოს ავტორი: მევლუდ მელაძე
მკითხველის კომენტარები
(5)
სახელმწიფოს თითქმის ყველა მაღალჩინოსნები დეკლარაციის შევსებისას წერენ, რომ ბანკებიდან აქვთ დიდი ოდენობის კრედიტები აღებული, 40; 50; 60;ათასები, ზოგს 100ათასიც. ვერ გავიგე რა პროცენტებით უხდიან მევახშე ბანკებს, ნუთუ აწყობთ ფულიანებს ასეთი ვალები. თუ მათ, როგორც გამონაკლისებს, უპროცენტოდ აძლევენ კრედიტს, როგორც მაღალი თანამდებობის პირებს.მოკლედ ვერ გავიგე. ალბათ, ყველა ერთად პარლამენტში, რომ ზის და ერთმანეთის ძმაკაცებია?.....
ხალხი ღარიბდება და მევახშე ბანკირები მდიდრდებიან! აფერუმ ხელისუფლებებო! პირდაპირ "ზრუნავთ" ერზე!