საზოგადოება
29.09.2017 / 05:09
შრიფტის ზომა:

საქართველოს დღეს ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები ეწვევიან და საქველმოქმედო მატჩს გამართავენ

საქართველოს დღეს ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები ეწვევიან და საქველმოქმედო მატჩს გამართავენ

საქველმოქმედო მატჩისთვის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები საქართველოში დღეს, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, 16:30 საათზე, ჩარტერული რეისით ჩამოფრინდებიან. ცნობილია, რომ ვარსკვლავები სასტუმრო ”ბილტმორში” დაბინავდებიან. მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვა არ იგეგმება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "ვითიბი ბანკთან" და ლუდ "აისთან" ერთად, 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" საქველმოქმედო მატჩს "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" გამართავს.

ერთმანეთს მასპინძელი GFF-11 და "მსოფლიოს 11" დაუპირისპირდებიან.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ მატჩთან დაკავშირებით თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: კაფუ, ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა, პიეტრო ვერხოვოდი და სხვები.

საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება. ბილეთების ფასია - 5, 10, 15 და 25 ლარი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დღევანდელ საქველმოქმედო მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობას აქვეყნებს.

"შეხვედრა, სახელწოდებით "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" თბილისში, დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

უკვე ცნობილია გუნდების შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ. საქველმოქმედო მატჩში თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც მიიღებს მონაწილეობას.

"GFF XI"

მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი

მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი,ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე

ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი

თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი

"მსოფლიოს XI"

მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა

მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო

ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტo, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე

თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო

მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-ზე და დინამო არენას სალაროებში მიმდინარეობს (11:00-დან 21:00 საათის ჩათვლით). მატჩის პარტნიორები არიან: ვი-თი-ბი ბანკი და ლუდი აისი, ხოლო სპონსორები - თეგეტა-მოტორსი, სოკარი, ბორჯომი, ევექსი და M2. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "იმედი" შემოგთავაზებთ", - აღნიშნულია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები
(1)

ტატა
01 აგვისტო , 2018 12:08

ჯანმრთელობის და ნასამართლეობის ცნობა?!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობის ასაკი 18 წლიდან 21 წლამდე იზრდება | Allnews.Ge

აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობის ასაკი 18 წლიდან 21 წლამდე იზრდება

აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობის ასაკი 18 წლიდან 21 წლამდე იზრდება. ეს ერთ-ერთია ცვლილებათა შორის, რომელიც "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შედის. მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების პაკეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა წარადგინა.

ხუციშვილის ინფორმაციით, ცვლილებების მიღების ძირითად მიზანს სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესება წარმოადგენს. კერძოდ კი, საუბარია 21 წლამდე ასაკის პირთა თამაშში მონაწილეობის აკრძალვასა და დამოკიდებულ პირთა სიის შექმნაზე, სადაც როგორც მოთამაშეს, ასევე მისი ოჯახის წევრს, სასამართლოს წესით მოთხოვნის საფუძველზე, პირის მონაცემთა რეესტრში შეტანის საშუალება მიეცემა.

"ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ვალდებულება ექნება სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს დამოკიდებულ პირთა ერთიან ბაზაში. ამასთან ერთად, არასრულწლოვან პირთა თამაშში ჩართულობისგან დასაცავად, გაუქმდება აქამდე რეგისტრირებული ყველა მომხმარებლის ანგარიში და შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ, ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.