საზოგადოება
07.05.2018 / 07:05
შრიფტის ზომა:

"სითი პარკმა" თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია დაიქირავა

"სითი პარკმა" თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია დაიქირავა

კომპანია "სითი პარკმა" თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია "ფრეშ ფილდი" დაიქირავა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "სითი პარკის" იურისტმა თამარ შუბითიძემ განუცხადა.

შუბითიძის განცხადებით, კომპანია "ფრეშ ფილდი" საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით მუშაობს.

"კომპანია "ფრეშ ფილდის" მიერ უკვე გაგზავნილია მოთხოვნა მერიაში საქმის მასალების გადაცემისა და შეხვედრების ჩანიშვნის მოთხოვნით, რათა დეტალურად გაერკვნენ საქმის ვითარებაში და ჩაერთონ პროცესში. ეს არის კომპანია, რომელიც შემდგომში, მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში, იქნება კომპანიის წარმომადგენელი საერთაშორისო არბიტრაჟში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კომპანიის მიერ ერთი წერილი 17 აპრილს გაიგზავნა თბილისის მერიაში, რაზეც მერიამ კომპანიის მხრიდან მინდობილობის წარდგენა მოითხოვა, თუმცა დაადასტურეს, რომ მზად არიან ნებისმიერი შეხვედრისთვის. რაც შეეხება ბოლო წერილს, ის 4 მაისს არის გაგზავნილი და უახლოეს დღეებში ველოდებით პასუხს შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით", - განაცხადა შუბითიძემ.

რაც შეეხება სარჩელის განხილვას, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში „სითი პარკმა“ შეიტანა, როგორც შუბითიძე აცხადებს, საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება "სითი პარკის" ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით 13 მარტს გააკეთა. კომპანიას დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულებას 2018 წლის 10 აპირილიდან შეუწყვიტა და მის ფუნქციებს პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასრულებს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ დავზოგოთ თანხა საუკეთესო საახალწლო ნაძვის ხის შეძენისას? | Allnews.Ge

როგორ დავზოგოთ თანხა საუკეთესო საახალწლო ნაძვის ხის შეძენისას?

ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და საახალწლო სამზადისიც აქტიურ ფაზაში შედის. წინასაახალწლო პერიოდი და დღესასწაულისთვის მზადების პროცესი თავად დღესასწაულზე არანაკლებ ამაღელვებელი და სასიამოვნოა.

ახალი წლის მთავარი ატრიბუტის, ნაძვის ხის შერჩევა-შეძენაც უკვე დაიწყო მომხმარებელმა, ეს პროცესი კი სულაც არ არის მარტივი და საკმაოდ დიდ დაკვირვებას საჭიროებს. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე წლებია მომხარებელთა უმრავლესობა ხელოვნურ ნაძვის ხეს ანიჭებს უპირატესობას, რაც ბუნების დაცვის კუთხით ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა. პირველ რიგში, იმ მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც დაგეხმარებათ საუკეთესო ხელოვნური ნაძვის ხის სწორად შერჩევაში.

  • აუცილებლად გაარკვიეთ რა მასალისგანაა დამზადებული ნაძვის ხე, რომელ ქვეყანაშია წარმოებული და რამდენად გამძლეა. მასში შემავალი ქიმიური ნივთიერები ხომ არ წარმოადგენს საფრთხეს ბავშვებისთვის? მსგავსი ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ნაძვის ხის ჩასადებ ყუთზე ან ეტიკეტზე.
  • ხარისხიან ნაძვის ხეს არ უნდა ჰქონდეს მძაფრი სუნი. მკვეთრი სუნი მიუთითებს, რომ ნაძვის ხე დაბალი ხარისხის ქიმიური ნივთიერებებისგან არის დამზადებული.
  • განსაკუთრებული ყურადღებით შეამოწმეთ ნაძვის ხის ფეხი. ის უნდა იყოს რკინის, მყარი და მაქსიმალურად სანდო, რომ აქსესუარებით მორთვის შემდეგ სიმყარე შეინარჩუნოს.
  • ხშირი წიწვებით უნდა იყოს ნაძვის ხის ტოტები დაფარული, რომ სათამაშოების ჩამოკიდების შემდეგ არ დეფორმირდეს და არ დაზიანდეს.

საუკეთესო ხარისხისა და მრავალფეროვანი ნაძვის ხეების ფართო ასორტიმენტი წელს "ბიბლუსი გალერეებშია" წარმოდგენილი. რაც მთავარია, "ბიბლუსი" თავის მომხმარებელს უკვე სთავაზობს ფასდაკლებას საუკეთესო ნაძვის ხეებზე. ახალი წლის ამ მთავარი ატრიბუტის შეძენა "ბიბლუსის" ქსელში 20%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ. გარდა ნაძვის ხეებისა, აქ არის საახალწლო აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი მისაღები ფასებით.

ასე რომ, შეგიძლიათ ეწვიოთ "ბიბლუსის" კომფორტულ მაღაზიებს, შეარჩიოთ უმაღლესი ხარისხის ნაძვის ხეები და მოდური აქსესუარები და შეიძინოთ ისინი უკვე განახლებული, თქვენთვის მისაღები ფასებით.

მისამართი: "ბიბლუსი გალერეა" თბილისი: ჭავჭავაძის №7, კანდელაკის №7; ბათუმი : მემედ აბაშიძის №52; თელავი: სააკაძისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთა. ასევე თბილისში, "ბიბლუსის" გუდვილის, სითი მოლის, თბილისი მოლისა და ისთ ფოინთის ფილიალებში.