ეკონომიკა
28.05.2016 / 09:05
შრიფტის ზომა:

სად ღირს საწვავი ყველაზე იაფი

სად ღირს საწვავი ყველაზე იაფი

მიმდინარე კვირის მონაცემებით, საწვავის საშუალო ფასი მსოფლიოს მასშტაბით 0,99 ამერიკულ დოლარს შეადგენს. თუმცა, სუბსიდიებისა და საგადასახადო ბეგარის გამო, საწვავის ფასი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. ზოგადი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მდიდარ ქვეყნებს საწვავზე გაცილებით მაღალი ფასი აქვთ დაწესებული, ვიდრე ღარიბ ქვეყნებს. გამონაკლისს, მხოლოდ, აშშ წარმოადგენს.

საწვავზე ყველაზე დაბალი ფასებით ნავთობმომპოვებელი ქვეყნების მოსახლეობაც სარგებლობს, შესაბამისად, ქუვეითში, საუდის არაბეთში, თურქმენეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში ნავთობის ფასი 0,22 დოლარია. საწვავის განსაკუთრებულად მაღალი ფასით ჰონგ-კონგი, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნები გამოირჩევა - აქ საწვავის ფასი 1,45 დოლარიდან იწყება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

საწვავის ღირებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰონგ-კონგშია, სადაც ერთი ლიტრი ბენზინის ღირებულება 1,85 დოლარს შეადგენს.

საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც საწვავის ფასი საშუალოზე დაბალია. აქ ერთი ლიტრი ბენზინის შეძენა საშუალოდ 0,75 დოლარადაა შესაძლებელი.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ხელვაჩაურის №1 სკოლის დირექტორი 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებს | Allnews.Ge

ხელვაჩაურის №1 სკოლის დირექტორი 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის №1 სკოლის დირექტორის, შუშანა კონცელიძის განცხადებით, მათი მოსწავლე, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა, ბოლო ორი თვის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა.

როგორც შუშანა კონცელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობის გამო, არასრულწლოვნის მამამ სკოლის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა, რომელშიც მშობელი მიუთითებდა, რომ შვილი მას მშენებლობაზე ეხმარებოდა და სკოლას ამ მიზეზით აცდენდა.

ამასთან, ახლობლების მსგავსად დირექტორიც 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტს ინტერნეტ თამაშს უკავშირებს და აცხადებს, რომ ბავშვს ხელზე ნაკაწრები აღენიშნებოდა.

"ხელზე ნაკაწრები შევნიშნე, საეჭვოდ მივიჩნიე და ვაცნობე სამართალდამცველებს, სამინისტროსა და მშობლებს", - განაცხადა შუშანა კონცელიძემ.

ახლობლები ხელვაჩაურში, 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაჭრილი მოზარდის ახლობლებმა განუცხადეს, 17 წლის ბიჭი "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.

"ვიცით, რომ ლურჯ ვეშაპს თამაშობდა. ვეჭვობთ, რომ მომხდარი, შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს", - განაცხადეს ახლობლებმა.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ახლობლების ინფორმაციით, მოზარდს, სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, სახის არეში უმძიმესი დაზიანებები აქვს მიყენებული.

17 წლამდე მოზარდი ხელვაჩაურში კლინიკა "მედინაშია" მოთავსებული. მას გუშინ გვიან ღამით, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ცნობისთვის, სუიციდის მცდელობა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. თვითმკვლელობის მიზნით დაზიანებების მიყენების შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით იწყება, რომელთა დიდი ნაწილი მძიმე სასჯელს, თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.