06 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისი უბნები, სადაც ხვალ გაზის მიწოდება დროებით შეწყდება | Allnews.Ge

თბილისი უბნები, სადაც ხვალ გაზის მიწოდება დროებით შეწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორშაბათს, 25 დეკემბერს, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა № 2-ის მიმდებარედ, ვეკუას ქუჩა № 1-ში ( ნაკვეთი 18/83 ) მდებარე შპს "ფენიქსის" საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

13:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩა № 35/37-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

10:00 საათიდან კი გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონში, მტკვრის ქუჩა № 3-ში მცხოვრებ მოსახლეობას და მიმდებარედ განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრი, სსიპ „თბილისის სამხატვრო აკადემია“, შპს „იმერული სახლი“, შპს “Old City ოლდ სითი“, შპს "PP", შპს "MAF HYPERMARKETS GEORGIA", სს "ბანკი ქართუ" და სხვა. გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.