საზოგადოება
02.05.2017 / 07:05
შრიფტის ზომა:

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 1 წლით გადავადდა

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 1 წლით გადავადდა

მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციების შედეგად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 1 წლით გადავადდა და 2018 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორმა, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განუცხადა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"დღეს მეორე მოსმენით გადის კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის შესახებ. მთავრობასთან გვქონდა მთელი ერთთვიანი კონსულტაციები და მივედით გარკვეულ კონსენსუსამდე, რასაც, ასე ვთქვათ, დავთმობთ, ეს არის ვადები. ერთ წელს ვაძლევთ და 2018 წლის 1-ელი მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალება მოწევა. გარდა ამისა, თვითონ პარლამენტის წევრებისგან იყო შენიშვნები სადა შეფუთვის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და ასევე, დავუშვით, რომ მოწევა ნებადართული იქნება კაზინოებში და სიგარ-ბარებში, სერიოზული ლიცენზირების პირობებში",- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

დეპუტატ გუგული მაღრაძის ინიციატივაა, რომ ოფისებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა ძალაში შევიდეს 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან, ვინაიდან მათ არანაირი მომზადება არ სჭირდებათ.

მკითხველის კომენტარები
(1)

დათო
02 მაისი , 2017 13:05

არ ხართ მართლები, თუ ინიცირებას აკეთებთ აღარ უნდა უქიცინოთ კუდი სიგარეტის კომპანიებს

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სასიხარულო ინფორმაცია მძღოლებისთვის - მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ გადაიწია | Allnews.Ge

სასიხარულო ინფორმაცია მძღოლებისთვის - მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ გადაიწია

2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების გამოცვლის ვადამ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე გადაიწია.

პარლამენტმა "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ ე.წ. ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, მეორე მოსმენით იმ დათქმით მიიღო, რომ 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა დამატებით კიდევ რამდენიმე თვე შეუნარჩუნდებათ. შესაბამისი წინადადება კენჭისყრის პროცედურის დაწყებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა დააყენა, რაც მომხსნებელმა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა გაიზიარა.

აქამდე 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე უნარჩუნდებოდათ, ამ ცვლილებების შემდეგ კი ეს ვადა 1-ელ აპრილამდე გაიზარდა.

"საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონის დღეს მოქმედი რედაქცია, კერძოდ, 62-ე მუხლის მესამე ნაწილი, ვგულისხმობ გარდამავალ დებულებებს, არის ჩამოყალიბებული შემდეგი სახით: 2006 წლის 1-ელ აპრილამდე საქართველოში გაცემული მართვის მოწმობებს იურიდიული ვადა შეუნარჩუნდეთ 2018 წლის 1-ელ იანვრამდე, გარდა ამ კანონის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საზოგადოებამ იცის, ჩვენთვის არ არის სიახლე, ხდება ჩვენი თანამოქალაქეების მიერ მართვის მოწმობების გამოცვლის პროცესი. დადასტურებული ინფორმაციით, ეს დრო, რომელიც იყო მიცემული შესაბამისი ორგანოებისთვის, არ აღმოჩნდა საკმარისი და თუკი დარჩება ამ რედაქციით ეს მუხლი, აღმოჩნდება, რომ 2018 წლის პირველ იანვარს ძალიან ბევრ, ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არ ექნება საშუალება ისარგებლოს 2006 წლამდე გაცემული მართვის მოწმობით.

ჩვენ ამ კანონში შესაბამისი ცვლილებები განვიხილეთ მეორე მოსმენით, თუმცა, კენჭი არ გვიყრია. გთავაზობთ, 62-ე მუხლის მესამე ნაწილში, შევცვალოთ სიტყვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე სიტყვით - 2018 წლის 1-ელ აპრილამდე ანუ დამატებით მიეცეს ვადა შესაბამის ორგანოებს მართვის მოწმებების შესაცვლელად და გაეზარდოთ ვადა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ჩაეტიონ დროში და მივცეთ საშუალება, ისარგებლონ ძალაში მქონე მართვის მოწმობებით", - განაცხადა მათიკაშვილმა.