
ქუთაისში, ბალახვანში მიმდინარე მშენებლობაზე დღეს ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.
მისი თქმით, მშენებლობის საკითხი მოწესრიგებას საჭიროებს.
არსებული ინფორმაციით, მუშები მშენებლობიდან გადმოცვივდნენ.
შსს მომხდარ ფაქტს ადასტურებს. უწყების განცხადებით, გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, გულისხმობს.