31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოში ცოტა ხნის წინ მიწისძვრა მოხდა | Allnews.Ge

საქართველოში ცოტა ხნის წინ მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს 2,6 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი მანგლისთან ახლოს იყო. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმური ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ განაცხადა, მიწისძვრას არანაირი ნგრევა არ მოჰყოლია.

"მიწისძვრა დაახლოებით 11:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი მანგლისთან არის და მისი მაგნიტუდა 2,6 ბალია. ასეთი მიწისძვრა საქართველოს ტერიტორიაზე ხშირად ხდება, მათი რეგისტრაცია აპარატურის მიერ ხდება და ადამიანი ვერც გრძნობს", - განაცხადა თეა გოდოლაძემ.