
საფრანგეთი სირიასა და ერაყში ტერორისტებთან ბრძოლას გააძლიერებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნიცაში მომხდარის ტერაქტის შემდეგ ტელემიმართვაში განაცხადა.
"ჩვენ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ქმედებებს სირიასა და ერაყში და გავაგრძელებთ დარტყმების მიტანას მათზე, ვინც ჩვენს მიწაზე გვესხმის თავს", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.
გუშინ ადგილობრივი დროით 23:00-ზე ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში უზარმაზარი სატვირთო ავტომობილი შევარდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვითმხილველების ცნობით, მძღოლი განგებ ატარებდა მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაესრისა.
ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრის გზა გაიარა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.
სატვირთო მანქანაში საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოაჩინეს.
პარიზსა და ნიცაში სახელმწიფო დროშები დაუშვეს
მოგვიანებით გაირკვა, რომ მძღოლი 31 წლის ტუნისელი იყო. სააგენტო "როიტერის" ცნობით, ის სამართალდამცავი ორგანოებისთვის დანაშაულებრივი ქმედებების გამო ადრეც იყო ცნობილი.
პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
26 დეკემბრის ღამეს, პიატო-ში ის უნდა მომხდარიყო, რაც მანამდე არავის ენახა.
ზუსტად 8 საათზე, ღვინით სავსე ჭიქებმა სტაფილოსფერი სხივები რომ აირეკლა, ყურადღების ცენტრში ყოვლისშემძლე პეპერონის ნაცვლად, ცეცხლმოკიდებული სალათა აღმოჩნდა...
საქმის მასალებიდან გავარკვიე:
ღონისძიებამდე 3 დღით ადრე, პიატოს ოფიციალურ ფეისუქგვერდზე www.facebook.com/piatto.ge, რომლის აქტიური "ფოლოუერიც" ვარ, "მზაკვრული" გეგმა დაისახა: მიზანი ისეთი იდეის განხორციელება იყო, რომელიც კაფის სტუმრებს დაუვიწყარ ემოციებს აჩუქებდა. ჩანაფიქრის სათანადოდ შესრულება კი მხოლოდ პიატოს შეფმზარეულს შეეძლო.
"ჩვენი ამოცანა ისეთი საღამოს მოწყობა იყო, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენდა. სიმართლე გითხრა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ექსპრომტად მომზადებული ცეცხლოვანი სალათა დიდ მოწონებას დაიმსახურებდა - ასეც მოხდა. მომხმარებლებმა ის დადებითად შეაფასეს. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია",- მითხრა შეფმზარეულმა მიშა ბერძენიშვილმა, რომელიც სათითაოდ მოემსახურა კაფის სტუმრებს, მათ შორის მეც, ბოლომდე მოისმინა ჩვენი შეფასებები და კმაყოფილი სახით დაგვპირდა: მსგავსი კულინარიული საღამოები მომავალშიც გაგრძელდებაო...
პიატოს სტუმრები აღტაცებას ვერ მალავდნენ. ერთერთმა მათგანმა ისიც კი მითხრა: მართალია, ცეცხლმოკიდებულებმა სალათმა თავიდან დამაბნია, თუმცა ნანახმა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბაო.
" მსგავსი მეთოდით მომზადებული კერძი არასდროს მინახავს. მადლობა მინდა გადავუხადო პიატოს მთელ გუნდს ასეთი ორიგინალური საღამოსთვის".
როგორც გავარკვიე, ხატიამ ღონისძიების შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო.
" პიატო–ს ფეისბუქგვერდის აქტიური "ფოლოუერი" ვარ. საღამოს შესახებ რომ შევიტყვე მაშინვე თადარიგი დავიჭირე. "ბიბლუსი გალერეა"-ში დილით მივედი, ჯერ საჩუქრები შევიძინე: წიგნები და საახალწლო აქსესუარები. 8 საათზე კი სრულიად თავისუფალი ვიყავი. სანახაობამ იმდენად მომხიბლა, ლაივიც კი ჩავრთე. კარგი იქნება, თუ მსგავსს ღონისძიებებს მომავალშიც დაგეგმავენ",- საუბრის ბოლოს, ბოდიში მომიხადა და იმ სალათის დაგემოვნება განაგრძნო, რომელიც შეფმზარეულმა პირადად მიართვა ...
წიგნის კაფეში გამართულ პერფორმანსს, არა მხოლოდ ის ადამიანები ესწრებოდნენ, რომლებსაც საგულდაგულოდ ჰქონდათ დღე დაგეგმილი, არამედ ისინი, ვინც ღონისძიებაზე შემთხვევით მოხვდნენ. ჯონ გრემი ერთერთი მათგანი იყო.
"დამღლელი დღის შემდეგ, პიატო საუკეთესო ადგილია განტვირთვისთვის. ღონისძიების შესახებ არაფერი ვიცოდი, თუმცა გამიმართლა და დღეს აქ აღმოვჩნდი. ვერ გეტყვით, რომ მსგავსი კერძის მომზადებას მეც შევძლებ, თუმცა ის, რაც აქ დავაგემოვნე, ნამდვილად მშვენიერი იყო. მადლობა პიატოს და მის შეფმზარეულს ასეთი გემრიელი, ზამთრის სალათისთვის",-თქვა გრემმა.
უსამართლობა იქნება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი რომ არ აღვნიშნო: წიგნის კაფეში გამართული კულინარიული სანახაობა ვერ იქნებოდა ისეთი შთამბეჭდავი, რომ არა ვახო კალმახელიძის მუსიკალური გაფორმება, საქსაფონით გაცოცხლებული რეტრო მუსიკა და როიალი, რომელმაც ემოციურად დაწყებული პერფორმანსი, დახვეწილი, კლასიკური ტონალობით დაასრულა.
წყარო: ნინი ჯაფარიძის ბლოგი
მკითხველის კომენტარები
(0)