
რიზეში ყაჩაღობის ფაქტზე სამი ქართველი დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა "მილიეტი" წერს. უსაფრთხოების დეპარტამენტის რიზეს სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქის ერთ-ერთ უბანში ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსი გააჩერეს.
გამოცემის ინფორმაციით, მიკროავტობუსით საქართველოს მოქალაქეები: გიორგი მაშია და მერაბ ფიფია და უკრაინის მოქალაქე ვალერი გვასალია გადაადგილდებოდნენ.
მიკროავტობუსში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 28 600 აშშ დოლარი, 1000 ევრო, 1800 თურქული ლირა და 4 მობილური ტელეფონი ამოიღეს.
საქმე ქალაქ სამსუნის სასამართლომ განიხილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერაბ ფიფია სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, ხოლო გიორგი მაშიას და ვალერი გვასალიას პატიმრობა მიესაჯათ.