30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
03.01.2018 / 06:01
შრიფტის ზომა:

რეგულაციები, რომლებიც 1 იანვრიდან ამოქმედდა

1 იანვრიდან მოსახლეობას ტარიფები გაუძვირდა

1 იანვრიდან მოსახლეობას დენისა და წყლის ტარიფები გაუძვირდა. აღნიშნული შესახებ გადაწყვეტილება წყალმომარაგებისა და კომუნიკაციების კომისიამ რამდენიმე დღის წინ, წინასაახალწლო პერიოდში მიიღო. ასევე იანვრიდან თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზიც გაუძვირდება. კერძოდ, ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით გაეზარდა დიდი დიღმისა და ვარკეთილის ხუთი მიკრორაიონის (I, II, III, III ა, IV ა) მაცხოვრებლებს.

2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება ამოქმედდა

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა. თუმცა, რეფორმა მხოლოდ 8 ან მეტ ადგილიან სამგზავრო და 3,5 ტონის ზემოთ სატვირთო ავტომობილებს შეეხება. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად განხორციელდება. ინსპექტირებას კი საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე გაივლის.

2018 წელს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქუჩაში ჩატარდება

2018 წლის 1-ლი ნახევრიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩატარება მოქალაქეებს ქუჩებში მოუწევთ. ამ ეტაპზე კონკრეტული ქუჩები ცნობილი არ არის, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრაქტიკული გამოცდა დედაქალაქის ქუჩებში არ ჩატარდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობები აქვთ, მათი გამოცვლა 2018 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა მოასწრონ.

1 იანვრიდან არაიდენტიფიცირებული პირუტყვი სასაკლაოზე აღარ დაიკვლება

2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა სასაკლაოზე მიყვანილი პირუტყვი იდენტიფიცირებული იყოს და საყურე ნიშანი ჰქონდეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, არაიდენტიფიცირებული პირუტყვი სასაკლოზე აღარ დაიკვლება.

იანვრიდან სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან პაციენტებს ელექტრონული რეცეპტები გამოუწერონ

2018 წლიდან ელექტრონული რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო ხდება. ჯანდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებას მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან გააფორმებს, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან. აღსანიშნავია, რომ ფორმა №3-ის ელექტრონული ვერსია პირველ ეტაპზე, 2018 წლის იანვრიდან, მხოლოდ თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შემდეგ კი მთელ საქართველოს მოიცავს.

იხილეთ 2018 წელს მოსალოდნელი სხვა ცვლილებები

მკითხველის კომენტარები
(2)

დიმა
09 იანვარი , 2018 06:01

ასეთი უნიათო მთავრობა შევარდნაძის დროსაც არ იყო!

ნანა
03 იანვარი , 2018 09:01

სასწრაფო დაიწყეთ ახალი წელი გაზირებებით, ეს ცოტაა, ძველ ახალ წელს კიდევ თუ გააძვირებთ უკეესი იქნება, მაგარი მთავრობა გამოდექით, აღარ იცით მოსახლეობა როგორ გაატყაოთ, აბა თქვენ იცით ეს ცოტაა კიდევ ჯერ ბოლომდე არ გაგვძრა ტყავი, წარმოიდგინეთ ჯერ თქვენი თავი ხალხის ადგილზე, სად წაიღოთ ფუილები რომ აღარ იცით, ჰაერზედაც შეიძლება ფულის დაწესება, რომ აღარც ვისუნთქოთ

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რეგულაციები, რომლებიც 1 იანვრიდან ამოქმედდა | Allnews.Ge