29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
03.01.2018 / 10:01
შრიფტის ზომა:

"ვიზეარი" ლარნაკას აეროპორტში მყოფ ქართველებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

კომპანია "ვიზეარის" განმარტებით, ლარნაკას აეროპორტიდან ქუთაისში მომავალი მგზავრები თვითმფრინავში ჩასხდომის გასასვლელთან დროულად არ გამოცხადდნენ.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მგზავრებს ავიაკომპანიის წარმომადგენლები უწევენ დახმარებას გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე.

"2018 წლის 2 იანვარს, რამდენიმე მგზავრი რეისზე W6 6404 ლარნაკა-ქუთაისი, თვითმფრინავში ჩასხდომის გასასვლელთან დროულად არ გამოცხადდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მგზავრთა გადაყვანის ზოგადი პროცედურების შესაბამისად, რითაც ხელმძღვანელობს ყველა ავიაკომპანია, მგზავრები, რომელიც ჩასხდომის გასასვლელის დახურვის შემდგომ გამოცხადდებიან, აღარ დაიშვებიან რეისზე. ამ შემთხვევაში, მგზავრებს ავიაკომპანიის წარმომადგენლები უწევენ დახმარებას გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე.

მგზავრები გადაიხდიან ფრენის შეცვლის საფასურს და სხვაობას გასული და მომდევნო რეისის ბილეთს შორის, თუკი ასეთი იქნება. ფრენის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, "ვიზეარი" შეახსენებს მგზავრებს, რომ ჩასხდომის გასასვლელთან უნდა გამოცხადდნენ თვითმფრინავის აფრენის დროდან 30 წუთით ადრე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს 9 მოქალაქემ, 20 საათი ლარნაკას აეროპორტში გაატარა და ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის დაბრუნდებიან სამშობლოში. მათი თქმით, ტექნიკური მიზეზების გამო, აეროპორტსა და კომპანიას შორის კომუნიკაცია ვერ შედგა და თვითმფრინავი მათ გარეშე გაფრინდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ვიზეარი" ლარნაკას აეროპორტში მყოფ ქართველებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს | Allnews.Ge