31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
04.01.2018 / 12:01
შრიფტის ზომა:

ვითარება გორში მდებარე "სოკარის" ოფისში, სადაც მოსახლეობის ნაწილი შეიჭრა

საპროტესტო აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმაგორში, "სოკარ ჯორჯია გაზის" შვილობილი კომპანიის "გორი გაზის" შენობაში ხმაურია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მოქალაქეთა ერთი ნაწილი რამდენიმე წუთის წინ, "გორი გაზის" ხელმძღვანელის კაბინეტში შეიჭრა. ადგილობრივები ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ.

"გორი გაზის" დირექტორის, გიორგი გრიგოლაშვილის განცხადებით, იგი მოსახლეობასთან შეხვედრას თავს არ არიდებდა და გეგმავდა, რომ აბონენტების პროტესტსა და კითხვებზე პასუხი მედიის საშუალებით გაეცა, თუმცა კომუნიკაციის ეს ფორმა "გორი გაზთან" შეკრებილი მოსახლეობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

საპროტესტო აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა. მოსახლეობის ინფორმაციით, დეკემბერში გაზზე "არარეალურად მაღალი", თითქმის ორმაგი ოდენობის გადასახადი მიუვიდათ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თავის მხრივ, კომპანიის ხელმძღვანელი აქციის მონაწილეთა პროტესტს არ იზიარებს და მაღალი გადასახადების საფუძვლად რამდენიმე არგუმენტს ასახელებს, მათ შორის გაზის ტარიფის 0,46-დან 0.57-მდე გაზრდას და ტემპერატურის დაცემას.

"გორი გაზთან" შეკრებილები გრიგოლაშვილის ყველა ამ არგუმენტს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ გაორმაგებულ გადასახადს არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია.

აქციის მონაწილეებმა ენერგოომბუდსმენსაც მიმართეს. სალომე ვარდიაშვილთან შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხვალისთვის იგეგმება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ვითარება გორში მდებარე "სოკარის" ოფისში, სადაც მოსახლეობის ნაწილი შეიჭრა | Allnews.Ge