
სეისმოლოგ თეა გოდოლაძის განცხადებით, სეისმოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მშენებლობებზე რეგულაციების გამკაცრება.
როგორც დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორმა, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა არის მიწისძვრა, სწორედ ამიტომ, მისი თქმით, გასამკაცრებელია რეგულაციები და მშენებლობებზე ლიცენზიების გაცემა.
"თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა არის არა მეწყერი და წყალდიდობა, არამედ მიწისძვრა, რადგან წყალდიდობაც და მეწყერიც არის ლოკალური პრობლემა, რომელიც მაგალითად ერთ უბანს და ქუჩას შეიძლება შეეხოს, მაგრამ თუ მიწისძვრა მოხდა, ეს მასობრივად ქალაქის ნგრევას გამოიწვევს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2002 წელს თბილისის მიწისძვრის დროს 8 ადამიანი დაიღუპა და არც ერთი სკოლა ვარგისი არ იყო სწავლის გასაგრძელებლად. ეს მიწისძვრა საშუალო კლასსაც არ ეკუთვნოდა, პატარა მიწისძვრა იყო. როდესაც პატარა მიწისძვრა ასეთი ტიპის ზარალს იწვევს ქალაქში, წარმოიდგინეთ ერთი მაგნიტუდით მეტმა რა ზარალი შეიძლება გამოიწვიოს",- განაცხადა თეა გოდოლაძემ და აღნიშნა, რომ მას შემდეგ ქალაქს შეემატა მშენებლობები და რეგულაციებია გასამკაცრებელი.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მშენებელს ნებისმიერი დასკვნის მოპოვება შეუძლია ძალიან დაბალ ფასად იმ დროს , როცა რეალური კვლევის ჩატარება საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს.
"ახალი რეგულაციებია შემოსაღები და გასამკაცრებელია იგივე ლიცენზიების გაცემის საკითხი. ეს ეხება ნებისმიერ მუნიციპალიტეტს, განსაკუთრებით თბილისის მერიას. ნებისმიერ დასკნას იშოვით. 100 - ლარიანი დასკვნით შესაძლებელია მშენებლობის დაწყება და ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა. არაკვალიფიციურ ადამიანებს ლიცენზიის გარეშე შეუძლიათ გარკვეული დაბალი საფასურის ხარჯზე გაგიწიონ დაბალკვალიფიციური მომსახურება", - განაცხადა თეა გოდოლაძემ.
მისივე თქმით, მერიაში დასკვნების რელევანტურობას არ ამოწმებენ, ასევე არ ამოწმებენ თუ რა არის აღნიშნული დასკვნების უკან. "ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ ლიცენზია წარმატებით აიღოთ, თუ ეს ფარატინა ქაღალდები აჩვენეთ და შემდეგ დაიწყოთ მშენებლობა", - განაცხადა თეა გოდოლაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისში, გალაკტიონის ხიდთან შუახნის ქალი მტკვარში ჩავარდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ქალი მაშველებმა წყლიდან უკვე ამოიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, ქალს მცირედი დაზიანებები აღენიშნება და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მკითხველის კომენტარები
(0)