26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
06.01.2018 / 09:01
შრიფტის ზომა:

ექიმი - მაჩალიკაშვილის ავსტრიაში ან თურქეთში გადაყვანაზე ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ მიგვიღია

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არც ერთ კლინიკას დამატებითი ინფორმაცია ქართველი ექიმებისთვის არ მიუწოდებიათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, არც ავსტრიიდან და არც თურქეთიდან ამ ეტაპზე პასუხი არ აქვთ, თუ როდის შეძლებენ ისინი პაციენტის მიღებას.

"ამ ეტაპზე არც ავსტრიიდან, არც თურქეთიდან აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა. ავსტრიიდან არის ასეთი პასუხი, რომ ადგილის გათავისუფლებას ელოდებიან, თურქეთი კი არ ვიცი, რატომ არ გვაძლევს პასუხს - თქვეს, რომ მაქსიმუმ 48 საათში მზად ვიქნებით პაციენტის მისაღებადო, თუმცა ამ დრომდე არ დაგვკავშირებიან", - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ავსტრიის კლინიკის მიერ მაჩალიკაშვილის მიღებაზე ინფორმაცია საავადმყოფომ ოჯახისგან მიიღო და ჯანდაცვის სამინისტროსგან ოფიციალური დასტური ამ ინფორმაციის სისწორის თაობაზე ამ ეტაპზე ექიმებს არ აქვთ.

26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ექიმი - მაჩალიკაშვილის ავსტრიაში ან თურქეთში გადაყვანაზე ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ მიგვიღია | Allnews.Ge