21 პარასკევი - 2025, მარტი

თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა | Allnews.Ge

თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.