
უამინდობის მიუხედავად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში განუცხადეს, ნისლის გამო გუშინ გადადებული რეისები უკვე აღდგენილია, დღეს კი შეფერხება არ დაფიქსირებულა.
ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც. აეროპორტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ პრობლემა არც ერთ დაგეგმილ რეისს არ შექმნია.