
აუდიტის სამსახურში დღეის მდგომარეობით პარტიებისთვის შეწირულ თანხებთან დაკავშირებით 40 პირია დაბარებული გამოკითხვაზე, - ამის შესახებ გენერალური აუდიტორის მოადგილემ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ლომჯარიას ინფორმაციით, 40 პირი სხვადასხვა პარტიის შემომწირველია. აუდიტის სამსახურის ინტერესია მათ მიერ განხორციელებული შეწირული თანხების კანონიერების დადგენა.
როგორც ლომჯარიამ განმარტა, 2016 წლის საარჩევნო პერიოდში პარტიებმა ჯამში 29 212 382 ლარის შემოწირულება მიიღეს. აქედან აუდიტის სამსახურმა 1016 შემომწირველი ფიზიკური პირისა და 84 იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულების კანონიერება შეისწავლა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ამ დროისთვის გამოკითხულია 120 პირი, მათ შორის "ქართული ოცნების" 35, "სახელმწიფო ხალხისთვის" - 42, "პატრიოტთა ალიანსის" - 18 და "ნაციონალური მოძრაობის" - 12 შემომწირველი. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორიგნის ფარგლებში აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ჯამში 250 000 ლარის ჯარიმა დააკისრა. ყველაზე მეტი ჯარიმა მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" შემომწირველებს დაეკისრათ, 7 პირს დაახლოებით 187 000 ლარი, ასევე "პატრიორტთა ალიანსის" წარმომადგენელს 183 000 ლარი დაეკისრა," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე ინფორმაციით, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გაწეული უკანონო ქველმოქმედებისთვის დაჯარიმებულია რამდენიმე პირი, ჯამში 8 000 ლარის ოდენობით. ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძველით კი დაჯარიმებულია 7 პარტია და 12 კანდიდატი.
როგორც გენერალური აუდიტორის მოადგილემ აღნიშნა, აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი განცხადებებიდან სამ შემთხვევაზე საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა, ვინაიდან ის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პირი, რომლის ძებნის ოპერაცია, წუხელ, გლდანში მე-7 მიკრორაიონში მიმდინარეობდა, ამ დრომდე არ დაუკავებიათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ითვალისწინებს.
წუხელ, გლდანში პირის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობდა. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც. მე-7 მიკრორაიონში მდებარე სუპერმარკეტ "ფრესკოს" ტერიტორია რამდენიმე საათის განმავლობაში შემოსაზღვრული იყო ყვითელი ლენტით.
როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომანქანა გააჩერეს, თუმცა, ჩხრეკის დაწყებამდე მძღოლი ავტომანქანიდან გადახტა და გაიქცა.
მკითხველის კომენტარები
(0)