საზოგადოება
03.03.2018 / 09:03
შრიფტის ზომა:

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს, უზბეკეთისა და ბანგლადეშის მოქალაქეები საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N2 სამმართველოს (ახალციხე) N3 სასაზღვრო სექტორის (ჭარალი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს 2, უზბეკეთის 1 და ბანგლადეშის რესპუბლიკის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისთვის დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თურქეთთან ახალ სასაზღვრო რეგულაციებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილება | Allnews.Ge

თურქეთთან ახალ სასაზღვრო რეგულაციებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში მაქბულე ქოჩაკს შეხვდა.

პატარაძემ უშუალოდ თურქეთის კონსულისაგან მოისმინა ინფორმაცია საზღვრის გადაკვეთის ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკამ საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში შემოიღო.

ზურაბ პატარაძემ თურქეთის კონსულთან რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში საზღვრის კვეთის შესახებ ცვლილებებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილა.

შეგახსენებთ, რომ სარფში საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი რეგიონის პირველი პირებისგან განმარტებას ითხოვენ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაწესდა შეზღუდვები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე.

მათი თქმით, ახალი რეგულაციის მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის 90-დღიანი ვადის გამოყენების შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე ვეღარ შევლენ, რის გამოც თურქეთში სამუშაო ადგილებს კარგავენ.