
მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანას ამ დროისთვის 97 მოხუცი ითხოვს. ისინი საკუთარ რიგს ელოდებიან. რიგი მაშინ მოუწევთ თუ რომელიმე თავშესაფარში ადგილი გათავისუფლდება, ადგილი კი ძირითადად მაშინ თავისუფლდება, როცა რომელიმე მოხუცი სიცოცხლეს ემშვიდობება.
"ადგილის გათავისუფლება თავშესაფარში მაცხოვრებელი მოხუცის გარდაცვალების შემთხვევაშიც ხდება, მაგრამ ასევე, ვისაც შვილი საზღვარგარეთ ჰყავდა და ჩამოვიდა ან პენიტენციალურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს და გამოვიდა და მშობელი სახლში წაიყვანა, ასეთ შემთხვევაშიც ხდება ადგილების გათავისუფლება. ან შესაძლოა, ახალი სერვისი გაიხსნას, მაგრამ ახალი სერვისები ახლა ნაკლებად იხსნება, რადგან, რაც არის ისინი ამ ეტაპზე, მე რამდენადაც ვიცი, საკმარისია"- განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ტატა გამყრელიძემ.
Allnews.ge-ის კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხდება რიგში მყოფი მოხუცების თავშესაფარში გადაყვანა, სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ რომ სახელმწიფოს გარკვეული პრიორიტეტები აქვს გაწერილი. დაუყოვნებლივ და ურიგოდ მოხუცთა თავშესაფარში ირიცხებიან მოხუცები, რომლებსაც აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, არ ჰყავთ თანადგომის ქსელი– ანუ ნათესაობის და მხარდამჭერების გარეშე არიან დარჩენილი და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ბევრი გამოუვალი მდგომარეობა როცა არის, ასეთ შემთხვევაში, გადაუდებელი წესით გადადიან ხოლმე ეს მოხუცები თავშესაფარში. მაგრამ ისინი, ვინც რიგში არიან, იმათ არ აქვთ მსგავსი სიტუაცია. ვიღაც სახლში ცხოვრობს, მაგრამ, შესაძლოა, რძალთან აქვს ცუდი ურთიერთობა და ამიტომ ურჩევნია, რომ ცხოვრობდეს თავშესაფარში, ან ვთქვათ, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს და ამის გამო რიგშია, რაკი არ აქვს სტატუსი ჩვენც ასე გადაუდებლად ვერ გადაგვყავს თავშესაფარში და შესაბამისად ელოდებიან რიგს"- განგვიმარტეს სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში ორი დიდი ზომის თავშესაფარია, რომელთაგან ერთ-ერთი თბილისში, მეორე კი ქუთაისში მდებარეობს. თუმცა პრესსამასახურის ინფორმაციით, გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი დიდი ზომის თავშესაფრები უნდა გაუქმდეს.
"ბოლო წლებში ინსტიტუციონალიზაცია განხორციელდა და მოხუცთა თავშესაფარი კლასიკურად ჩვენ რაც გვახსოვდა, რომ ის იყო დიდი შენობა და ბევრი მოხუცი ერთად ცხოვრობდა, ასეთი დიდი ზომის თავშესაფრები აღარ არის. სულ ასეთი დიდი ზომის დაგვრჩა ორი. დანარჩენი არის ოჯახური ტიპის კერძო თავშესაფრები. მაგალითისთვის, უკანასკნელ წლებში თემქის თავშესაფარში მოხუცები აღარ ემატებიან, რადგან პერსპექტივაში ეს დიდი ზომის თავშესაფრები უნდა გაუქმდეს. მათ ნაცვლად ფუნქციონირებს სათემო ორგანიზაციები, სადაც ასევე ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ ეს მოხუცები, მაქსიმუმ 15 მოხუცი ერთად", - განგვიმარტა ტატა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ თავშესაფრებს კერძო პირები ან არასამთავრობო ორგანიზაციები აფუძნებენ და იქ ცხოვრება, რა თქმა უნდა, გარკვეული გადასახადის გადახდას გულისხმობს. თუმცა იმ ადამიანებს, რომლებზე პასუხისმგებლობასაც სახელმწიფო იღებს და სათემო ორგანიზაციებში საცხოვრებლად ანაწილებს, ვაუჩერულად თავადვე აფინანსებს და თითოეული მოხუცის შემთხვევაში მათი უზრუნველყოფის მიზნით, ყოველდღიურად 16 ლარს იხდის.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანას ამ დროისთვის 97 მოხუცი ითხოვს. ისინი საკუთარ რიგს ელოდებიან. რიგი მაშინ მოუწევთ თუ რომელიმე თავშესაფარში ადგილი გათავისუფლდება, ადგილი კი ძირითადად მაშინ თავისუფლდება, როცა რომელიმე მოხუცი სიცოცხლეს ემშვიდობება.
"ადგილის გათავისუფლება თავშესაფარში მაცხოვრებელი მოხუცის გარდაცვალების შემთხვევაშიც ხდება, მაგრამ ასევე, ვისაც შვილი საზღვარგარეთ ჰყავდა და ჩამოვიდა ან პენიტენციალურ დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს და გამოვიდა და მშობელი სახლში წაიყვანა, ასეთ შემთხვევაშიც ხდება ადგილების გათავისუფლება. ან შესაძლოა, ახალი სერვისი გაიხსნას, მაგრამ ახალი სერვისები ახლა ნაკლებად იხსნება, რადგან, რაც არის ისინი ამ ეტაპზე, მე რამდენადაც ვიცი, საკმარისია"- განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ტატა გამყრელიძემ.
Allnews.ge-ის კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხდება რიგში მყოფი მოხუცების თავშესაფარში გადაყვანა, სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ რომ სახელმწიფოს გარკვეული პრიორიტეტები აქვს გაწერილი. დაუყოვნებლივ და ურიგოდ მოხუცთა თავშესაფარში ირიცხებიან მოხუცები, რომლებსაც აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, არ ჰყავთ თანადგომის ქსელი– ანუ ნათესაობის და მხარდამჭერების გარეშე არიან დარჩენილი და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
"ბევრი გამოუვალი მდგომარეობა როცა არის, ასეთ შემთხვევაში, გადაუდებელი წესით გადადიან ხოლმე ეს მოხუცები თავშესაფარში. მაგრამ ისინი, ვინც რიგში არიან, იმათ არ აქვთ მსგავსი სიტუაცია. ვიღაც სახლში ცხოვრობს, მაგრამ, შესაძლოა, რძალთან აქვს ცუდი ურთიერთობა და ამიტომ ურჩევნია, რომ ცხოვრობდეს თავშესაფარში, ან ვთქვათ, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს და ამის გამო რიგშია, რაკი არ აქვს სტატუსი ჩვენც ასე გადაუდებლად ვერ გადაგვყავს თავშესაფარში და შესაბამისად ელოდებიან რიგს"- განგვიმარტეს სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში ორი დიდი ზომის თავშესაფარია, რომელთაგან ერთ-ერთი თბილისში, მეორე კი ქუთაისში მდებარეობს. თუმცა პრესსამასახურის ინფორმაციით, გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი დიდი ზომის თავშესაფრები უნდა გაუქმდეს.
"ბოლო წლებში ინსტიტუციონალიზაცია განხორციელდა და მოხუცთა თავშესაფარი კლასიკურად ჩვენ რაც გვახსოვდა, რომ ის იყო დიდი შენობა და ბევრი მოხუცი ერთად ცხოვრობდა, ასეთი დიდი ზომის თავშესაფრები აღარ არის. სულ ასეთი დიდი ზომის დაგვრჩა ორი. დანარჩენი არის ოჯახური ტიპის კერძო თავშესაფრები. მაგალითისთვის, უკანასკნელ წლებში თემქის თავშესაფარში მოხუცები აღარ ემატებიან, რადგან პერსპექტივაში ეს დიდი ზომის თავშესაფრები უნდა გაუქმდეს. მათ ნაცვლად ფუნქციონირებს სათემო ორგანიზაციები, სადაც ასევე ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ ეს მოხუცები, მაქსიმუმ 15 მოხუცი ერთად", - განგვიმარტა ტატა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ თავშესაფრებს კერძო პირები ან არასამთავრობო ორგანიზაციები აფუძნებენ და იქ ცხოვრება, რა თქმა უნდა, გარკვეული გადასახადის გადახდას გულისხმობს. თუმცა იმ ადამიანებს, რომლებზე პასუხისმგებლობასაც სახელმწიფო იღებს და სათემო ორგანიზაციებში საცხოვრებლად ანაწილებს, ვაუჩერულად თავადვე აფინანსებს და თითოეული მოხუცის შემთხვევაში მათი უზრუნველყოფის მიზნით, ყოველდღიურად 16 ლარს იხდის.
მკითხველის კომენტარები
(0)