
This is a modal window.
არსებობს ვიდეოსათვალთვალო კამერები, სადაც ჩანს ხანჯლით მომართული ადამიანი, რომელმაც მოაწყო სისხლისღვრა კლუბის შესასვლელთან, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვიდეოსათვალთვალო კამერებში არსებული ჩანაწერები იძლევა საფუძველს, რომ მოხდეს ბრალდებულის მიმართ წაყენებული მუხლის გადაკვალიფიცირება. ორაშვილი აღნიშნავს, რომ კლუბის დაცვის სამსახური იცავს ყველა გაწერილ წესს, რის გამოც მსგავსი ინციდენტები "ბასიანის" არსებობის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
"არსებობს ვიდეოსათვალთვალო კამერები, სადაც ჩანს ხანჯლით მომართული ადამიანი, რომელმაც მოაწყო სისხლისღვრა კლუბის შესასვლელთან. მოსამართლის გადაწყვეტილებამ ამოაბრუნა ყველაფერი. გამოჩნდა ორი სტრუქტურის ერთმანეთისადმი უნდობლობა. პოლიციელის ბედს ვინ იცავს ამ ქვეყანაში?! მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ ამ ქვეყანაში პოლიციელის უფლებები დაცული არ არის. ყველა საუბრობს, რომ პროკურატურის მოთხოვნაც არასწორი იყო, როდესაც ის 4 წელს ითხოვდა და როგორ შეიძლება ასეთ დანაშაულზე 4 წელი მოითხოვო და რატომ არ იყო განზრახ მკვლელობაზე მუხლი წაყენებული, როდესაც სამი ადამიანია დაჭრილი?! მე არ ვიცოდი აქამდე ეს ადამიანი, შემდეგ გავიგე, რომ იყო პრივილეგირებული ოჯახის წევრი და სარგებლობს გავლენებით და ზუსტად ეს დგას ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების უკან და სამართალზე მაღლა", - განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მისივე თქმით, თამაზ ქვლივიძის მიმართ ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს და დამძიმდეს. როგორც ორაშვილმა განაცხადა, ქვლივიძეს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით უნდა წარედგინოს.
"როგორც მითხრეს, სასამართლო იყო დახურული. მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეზე განხორციელდა ზეწოლა. არ მახსენდება მსგავსი პრეცედენტი, რომ ასეთი მუხლით ბრალდებული ადამიანი გათავისუფლდეს. ვინ აგებს ამ ადამიანზე პასუხს, რამე რომ მოახდინოს?! მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ არასწორი ბრალდებები წაუყენა ბრალდებულს. ბრალდებები უნდა გადაკვალიფიცირდეს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით", - განაცხადა ორაშვილმა.
მისივე თქმით, ინციდენტის დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ დაიგვიანა. "ეს ადამიანი რომ მოხვედრილიყო კლუბში, ჩვენ არ ვიცით, რამდენი ადამიანის სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ. დაცვის ერთ-ერთ წევრს ხელზე აქვს ნაკბენი. დაჭრილია დაცვის ორი წევრი. ერთი დაჭრილია თავის არეში, რომელსაც სამი ფენა ნაკერები ადევს თავზე. დაცვის ერთი წევრი გულთან ახლოს ხელშია დაჭრილი. ხელის არტერია აქვს გადაჭრილი და სისხლისგან გვეცლებოდა. დაიგვიანა სასწრაფომაც და ბევრი სისხლი დაკარგა. მესამე დაჭრილი არის პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც გადაეფარა ჩვენს დაცვის უფროსს. ქვლივიძე იყო კიდევ ერთ ადამიანთან, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მიესაჯა", - განაცხადა ორაშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
არსებობს ვიდეოსათვალთვალო კამერები, სადაც ჩანს ხანჯლით მომართული ადამიანი, რომელმაც მოაწყო სისხლისღვრა კლუბის შესასვლელთან, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვიდეოსათვალთვალო კამერებში არსებული ჩანაწერები იძლევა საფუძველს, რომ მოხდეს ბრალდებულის მიმართ წაყენებული მუხლის გადაკვალიფიცირება. ორაშვილი აღნიშნავს, რომ კლუბის დაცვის სამსახური იცავს ყველა გაწერილ წესს, რის გამოც მსგავსი ინციდენტები "ბასიანის" არსებობის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
"არსებობს ვიდეოსათვალთვალო კამერები, სადაც ჩანს ხანჯლით მომართული ადამიანი, რომელმაც მოაწყო სისხლისღვრა კლუბის შესასვლელთან. მოსამართლის გადაწყვეტილებამ ამოაბრუნა ყველაფერი. გამოჩნდა ორი სტრუქტურის ერთმანეთისადმი უნდობლობა. პოლიციელის ბედს ვინ იცავს ამ ქვეყანაში?! მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ ამ ქვეყანაში პოლიციელის უფლებები დაცული არ არის. ყველა საუბრობს, რომ პროკურატურის მოთხოვნაც არასწორი იყო, როდესაც ის 4 წელს ითხოვდა და როგორ შეიძლება ასეთ დანაშაულზე 4 წელი მოითხოვო და რატომ არ იყო განზრახ მკვლელობაზე მუხლი წაყენებული, როდესაც სამი ადამიანია დაჭრილი?! მე არ ვიცოდი აქამდე ეს ადამიანი, შემდეგ გავიგე, რომ იყო პრივილეგირებული ოჯახის წევრი და სარგებლობს გავლენებით და ზუსტად ეს დგას ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების უკან და სამართალზე მაღლა", - განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.
მისივე თქმით, თამაზ ქვლივიძის მიმართ ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს და დამძიმდეს. როგორც ორაშვილმა განაცხადა, ქვლივიძეს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით უნდა წარედგინოს.
"როგორც მითხრეს, სასამართლო იყო დახურული. მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეზე განხორციელდა ზეწოლა. არ მახსენდება მსგავსი პრეცედენტი, რომ ასეთი მუხლით ბრალდებული ადამიანი გათავისუფლდეს. ვინ აგებს ამ ადამიანზე პასუხს, რამე რომ მოახდინოს?! მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ არასწორი ბრალდებები წაუყენა ბრალდებულს. ბრალდებები უნდა გადაკვალიფიცირდეს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით", - განაცხადა ორაშვილმა.
მისივე თქმით, ინციდენტის დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ დაიგვიანა. "ეს ადამიანი რომ მოხვედრილიყო კლუბში, ჩვენ არ ვიცით, რამდენი ადამიანის სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ. დაცვის ერთ-ერთ წევრს ხელზე აქვს ნაკბენი. დაჭრილია დაცვის ორი წევრი. ერთი დაჭრილია თავის არეში, რომელსაც სამი ფენა ნაკერები ადევს თავზე. დაცვის ერთი წევრი გულთან ახლოს ხელშია დაჭრილი. ხელის არტერია აქვს გადაჭრილი და სისხლისგან გვეცლებოდა. დაიგვიანა სასწრაფომაც და ბევრი სისხლი დაკარგა. მესამე დაჭრილი არის პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც გადაეფარა ჩვენს დაცვის უფროსს. ქვლივიძე იყო კიდევ ერთ ადამიანთან, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მიესაჯა", - განაცხადა ორაშვილმა.
მკითხველის კომენტარები
(0)