საქართველოში ყველაზე პოპულარული ჰიბრიდული ავტომობილები
2017 წელს სულ 16 615 ჰიბრიდული ავტომობილი განაბაჟეს - ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, რომელიც უწყებამ Allnews.ge-ს მიაწოდა.
როგორც მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოში ყველაზე პოპულარული Toyota-ს ჰიბრიდული ავტომობილებია, რადგან 2017 წელს 16 615 იმპორტირებული ავტომობილიდან 13 296 სწორედ აღნიშნული მარკის ჰიბრიდები იყო.
პოპულარობით მეორე ადგილს 1 352 ავტომობილით Honda იკავებს; ჩამოთვლილთაგან რაოდენობრივად მკვეთრად განსხვავდება, მაგრამ მესამე ადგილს იკავებს Lexus-ი, რომლის 889 ავტომობილიც საქართველოში გასულ წელს ჩამოიყვანეს.
რიცხოვნობის მიხედვით დანარჩენი ჰიბრიდული ავტომანქანების ჩამონათვალი ასეთია:
Mistubishi - 90
Mercury - 40
Nissan – 37
Saturn – 29
Mercedes-Benz – 18
Volkswagen – 10
Saubaru – 7
Porsche – 4
Lincoln – 2
Opel – 1
შეგახსენებთ, 2017 წლის 1 იანვრიდან ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი შემცირდა.