25 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
19.01.2018 / 08:01
შრიფტის ზომა:

პანკისის ხეობის მცხოვრებლები ახმედ ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას აღარ აპირებენ

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევის ცხედარი პანკისის ხეობისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ხეობაში განუცხადეს, ისინი აღარ აპირებენ მოითხოვონ ცხედრის გადაცემა, თუმცა თუკი "ცხედარს მაინც გადასცემენ, მუსლიმური წესის შესაბამისად, მის დაკრძალვაზე უარს არ იტყვიან".

ადგილობრივების პოზიციას იზიარებს უხუცესთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარეც. მისი თქმით, ხეობა ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე არ აპირებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"პანკისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ჩატაევის სახელს უკავშირდება და მე, როგორც თავმჯდომარეს, სურვილი არ მაქვს მოვითხოვო ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების აქ, ხეობაში დაკრძალვა. ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს და ეს ყველაფერი მის სახელთან არის კავშირში. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ჩემი და უმრავლესობის პოზიცია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზაურ გუმაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი" უხუცესთა საბჭოს სხვა წევრებსაც დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებიდან აღნიშნულ თემაზე არავინ დაკავშირებიათ და არც თვითონ აპირებენ ცხედრის გადაცემის მოთხოვნას. ამასთან, ისინი არ გამორიცხავენ, რომ "ლიკვიდირებულების ცხედრები უსახელოთა სასაფლაოზე იყოს დაკრძალული, რადგან სპეცოპერაციიდან თითქმის ორი თვეა გასულია".

როგორც ცნობილია, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გასული წლის ნოემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების ლიკვიდაციის შემდეგ, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა, ხეობის სახელით თავდაპირველად ცხედრების გადაცემა მოითხოვა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პანკისის ხეობის მცხოვრებლები ახმედ ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას აღარ აპირებენ | Allnews.Ge