
ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში ტემპერატურა 14–18 გრადუსამდე დაიწევს. დილის საათებში თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერი 15–17 გრადუსამდე გათბება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 26 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
"24 ოქტომბერს დღისით და 25 ოქტომბერს საღამოდან ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ქარი და ჰაერის ტემპერატურა 22–დან 27 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებსა და ჩრდილოეთით მაღალმთიან რაიონებში 23 ოქტომბერს ღამით და 24 ოქტომბრიდან მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, კავკასიონის ქედზე შესაძლებელია, მცირე თოვა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აღმოსავლეთ საქართველოში 25 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა 17–22 გრადუსამდე მოიმატებს," –განმარტავს სინოპტიკოსი.
მისივე ცნობით, 26 –27 ოქტომბრის დღის პირველ ნახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პენსიის წინასწარ აღების შემთხვევაში არსებული საპროცენტო განაკვეთი, შესაძლოა, შემცირდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პირველმა ვიცე- პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება პენსიონერების სასარგებლოდ გაუმჯობესდეს.
"ამოცანა, რომელიც დგას ჩვენ წინაშე, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მათ შორის, პენსიონერებს უნდა შეუმსუბუქდეს წნეხი, რომელიც მათ შეიძლება ჰქონდეთ იგივე სესხის აღების დროს. დღეს არსებობს გაფორმებული ხელშეკრულება ჯანდაცვის სამინისტროსა და "ლიბერთი ბანკს" შორის, სადაც პირობები არის გაწერილი, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ პენსიონერების სასარგებლოდ მოხდეს გარკვეული გაუმჯობესება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მკითხველის კომენტარები
(0)