13 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
06.06.2018 / 10:06
შრიფტის ზომა:

კახა კალაძემ მემანქანეებთან გამართული მოლაპარაკების დეტალებზე ისაუბრა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

ჩემი მხრიდან იქნა გაცემული პირობა, რომ ჩვენ 2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტროს მემანქანეებისთვის სამუშაო პირობები იყოს გაუმჯობესებული - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძემ მემანქანეებს მადლობა გადაუხადა, რათა მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება.

"მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მეტრომ მუშაობა განაახლა. რაც შეეხება საგაფიცვო პროცესს, თქვენ იცით, რომ გუშინ ღამით შედგა შეხვედრა ჩვენსა და გაფიცულ მემანქანეებს შორის.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ დეტალურად არსებულ მდგომარეობაზე. ჩემი მხრიდან იქნა მიწოდებული ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა კომპანიაში ფინანსურად და რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მათი მხრიდან ის არსებული პრობლემები, რომელიც აწუხებთ. შესაბამისად, ჩემი მხრიდან იქნა გაჟღერებული პირობა, რომ ჩვენ 2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათთვის სამუშაო პირობები იყოს გაუმჯობესებული. დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესება ჩემი, როგორც დედაქალაქის მერისთვის მნიშვნელოვანია. ყოველ ჩემს განცხადებაში ამ საკითხს ვაფიქსირებ.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მემანქანეს, რომ მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება. შეიძლება ითქვას, რომ მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას", - განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის მერმა ამავე კონტექსტში მადლობა გადაუხადა ავტობუსის მძღოლებს, საპატრულო პოლიციასა და მოსახლეობას. ამასთან, კახა კალაძემ გამგებლების თანადგომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამგეობის ავტომობილები იმ პერიოდში, როდესაც მეტრო იყო გაჩერებული, ემსახურებოდა დედაქალაქის მოსახლეობას.

"მადლობა ავტობუსის მძღოლებს იმ შრომისთვის, რაც გასწიეს. განსაკუთრებული მადლობა დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მე ვგრძნობდი ამ თანადგომას. ასევე დიდი მადლობა საპატრულო პოლიციას", -განაცხადა კახა კალაძემ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოდან ხორცის ექსპორტი 7-ჯერ გაიზარდა | Allnews.Ge

საქართველოდან ხორცის ექსპორტი 7-ჯერ გაიზარდა

საქართველოდან ცხოველთა დაკლული ხორცის ექსპორტი 7-ჯერ გაიზარდა. სურსათის ეროვნული სააგენტო 2017 წელს განხორციელებული ვეტერინარული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სააგენტო იტყობინება, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სააგენტო სხვადასხვა ინფექციური დაავადების საწინააღმდეგოდ ცხოველების უფასო ვაქცინაციას ახორციელებს.

"2017 წელს ვაქცინირებულია: თურქულზე - 2 693 938 წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი; ჯილეხზე -1 075 832 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი და კენტჩლიქიანი ცხოველი; ცოფზე - 298 734 შინაური ბინადარი ცხოველი (ძაღლი და კატა; ცხვრისა და თხის ყვავილზე - 814 246 წვრილფეხა პირუტყვი; წვრილფეხა პირუტყვის ჭირზე - 323 742 წვრილფეხა პირუტყვი; ნოდულარულ დერმატიტზე - 286 219 მსხვილფეხა პირუტყვი; ბრუცელოზზე - 234 158 მსხვილფეხა პირუტყვი; ყირიმ - კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 7 381 სული მსხვილფეხა პირუტყვი და 1 414 ცხოველის სადგომი.

პარალელურად მიმდინარეობს ბრუცელოზის, თურქულის, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის და ცოფის სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა)", – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყნის კეთილსაიმედოობისთვის ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები. 2017 წელს კახეთის რეგიონში სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თელავის მუნიციპალიტეტებში ცხოველთა გადასარეკ ტრასაზე აშენდა და ამოქმედდა 3 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი (ბიოუსაფრთხოების პუნქტი). მათი ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სულ ფუნქციონირებს 5 პუნქტი (2 ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში), სადაც ხორციელდება ვეტერინარული ზედამხედველობა ცხოველების გადარეკვაზე და პარაზიტების საწინააღმდეგოდ მათი უფასო დამუშავება. 2017 წელს დამუშავდა 6 844 მსხვილფეხა და 368 755 წვრილფეხა პირუტყვი.

სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებულია: 311 758 სული მსხვილფეხა და 95 957 წვრილფეხა პირუტყვი. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია: 432 305 მსხვილფეხა, 109 333 წვრილფეხა პირუტყვი და 62 845 სადგომი.

ცხოველთა პასპორტიზაციის პროგრამის ფარგლებში, 236 348 ბრუცელოზზე აცრილ მსხვილფეხა საქონელზე გაიცა შესაბამისი პასპორტი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ვეტერინარული ღონისძიებების შედეგად 2017 წელს ექსპორტირებულია 361 711 ცხვრის დაკლული ხორცი, რაც წინა წლის მაჩვენებელს (50 709) 7-ჯერ აღემატება.

"2017 წელსაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა მნიშვნელოვანი ვეტერინარული ღონისძიებები, მათ შორის პროფილაქტიკური ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ, ასევე ნიმუშების აღება და მათი ლაბორატორიული კვლევა. შედეგად ქვეყანაში შენარჩუნდა სტაბილური ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა, კერძოდ, მნიშვნელოვნად არის შემცირებული სხვადასხვა ზოონზური დაავადებების გამოვლინების მაჩვენებელი ცხოველებში და, შესაბამისად, ადამიანებშიც. სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე, კერძოდ, 2-ჯერ არის გაზრდილი ცხვრის ექსპორტი. მათ შორის, მნიშვნელოვნად მოიმატა დაკლული ხორცის ექსპორტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილზე შეიქმნა დამატებითი ღირებულება და მეტი შემოსავალი მიიღო ქვეყანამ", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა.