23 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
26.01.2018 / 09:01
შრიფტის ზომა:

სოსო ოსორაულის ძმა - ჩემი ძმის სავარაუდო ადგილსამყოფელი ვიცი

იმას, რომ სოსო ოსორაული გარდაცვლილია, მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო მეუბნება, აღნიშნულს სხვა არავინ მიდასტურებს, - ამის შესახებ კონგოში დატყვევებული მფრინავის, სოსო ოსორაულის ძმამ, გიორგი ოსორაულმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი ოსორაულმა "სკაიპით" ჩართვისას აღნიშნა, ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და აპირებს აფრიკაში ჩასვლას, რათა იმ პირებთან გავიდეს უშუალო კონტაქტზე, რომლებიც სოსო ოსორაულის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

გიორგი ოსორაულის თქმით, მან საკუთარი ძმის სავარაუდო ადგილსამყოფელი იცის, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"მე ბევრ თემაზე არ შემიძლია ხმამაღლა საუბარი, თუმცა ის ვიცი, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია. მიზანი მაქვს, რომ ჩავიდე აფრიკაში და შევხვდე იმ პირებს, ვინც ინფორმაციას მაწვდის. მე ვიცი სავარაუდო ადგილსამყოფელი, თუმცა ამას ვერ გავასაჯაროებ", - განაცხადა გიორგი ოსორაულმა.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის უშუალოდ ესაუბრა მის დაკარგულ ძმას, სიმართლეს არ შეესაბამება. გიორგი ოსორაული აღნიშნავს, რომ საკუთარ ძმასთან კონტაქტი მას შემდეგ აღარ აქვს, რაც საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო.

ამასთან, გიორგი ოსორაული საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ მოხდა მისი ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.

"სტატუსს სავარაუდოდ, იმიტომ არ მაძლევენ, რომ თვითონაც არ არიან სოსო ოსორაულის დაღუპვის ამბავში დარწმუნებული. მე საგარეო უწყებასთნ ბოლოს 14 აგვისტოს მქონდა კონტაქტი. მას შემდეგ სამინისტროდან არავინ დამკავშირებია. რაც შეეხება პროკურატურას, ჩემთვის უცნობია, თუ რისი გაგება უნდათ ჩემგან", - განაცხადა გიორგი ოსორაულმა.

სოსო ოსორაულის ოჯახს მის საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრი უწევს სამართლებრივ დახმარებას. როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრში" აცხადებენ, მათ არაერთხელ მიმართეს მთავარ პროკურატურას განცხადებით, რათა ოჯახს მისცემოდა საშუალება გაცნობოდა საქმის მასალებს, მაგრამ ორგანიზაციას დღემდე პროკურატურიდან პასუხი არ მიუღია.

სოსო ოსორაული 2017 წლის 27 იანვარს კონგოს რესპუბლიკაში დაატყვევეს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სოსო ოსორაულის ძმა - ჩემი ძმის სავარაუდო ადგილსამყოფელი ვიცი | Allnews.Ge