
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცივი იარაღითაა დაჭრილი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისის 4 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები 11 სხვა ბაგა-ბაღში გადაანაწილეს. 125-ე, 84-ე, 64-ე და მე-19 ბაგა-ბაღები გასულ კვირას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე დაიხურა. დასკვნების მიხედვით, შენობების ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ იყო.
ამის გამო, ოთხივე ბაგა-ბაღის 900-მდე აღსაზრდელი იმავე რაიონების სხვა ბაღებში გადაანაწილეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აღსაზრდელების გადანაწილება მიმდებარე საბავშვო ბაღებში თითქმის დასრულებულია და ხვალიდან სააღმზრდელო პროცესი სწორედ იქ განახლდება.
საბავშვო ბაღებში განახლებულ მენიუს ბავშვთა ენდოკრინოლოგი მარიამ ბალახაძე აფასებს
კერძოდ, მე-19 ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადანაწილებულები არიან მე- 40, 23-ე და ე.წ. სმენადაქვეითებულთა ბაგა-ბაღში; 84-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები - 31-ე, 56-ე, 143-ე ბაგა-ბაღში; 125-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები - 34-ე, 69-ე, 98-ე და 94-ე ბაგა-ბაღში; ხოლო 64-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები მე-10 ბაგა-ბაღში გადაანაწილეს.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ასევე გათვალისწინებული იქნება მშობლების სურვილიც, თუ მათ საკუთარი შვილის სხვა ბაღში გადაყვანა მოუნდებათ.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ყველა ჯგუფი შენარჩუნებულია და აღმზრდელებიც არ შეიცვლებიან. ასევე, გაგრძელდება ბაგა-ბაღების დაფინანსება და საკვებით მომარაგების საკითხი არ შეფერხდება.
თავდაპირველად, ცნობილი იყო, რომ თბილისში სამი საბავშვო ბაღი( N125, N19 და N84) წყვეტდა ფუნქციონირებას, თუმცა ამ სიას 64-ე ბაგა-ბაღიც დაემატა.
მკითხველის კომენტარები
(1)
Magari kazi iko.