
თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ "ვარკეთილში", შემთხვევის ადგილზე მივა. ამ მიზნით კალაძემ ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დაგეგმილი სტუმრობა გააუქმა.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანია დაშავებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ადგილზე მაშველებთან ერთად საპატრულო პოლიცია მუშაობს.