მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციელია
მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი დაშავდა.
დაშავებული მეტროსადგურიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.
ბოლო მონაცემებით, სულ დაშავებულია 11 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ ვარკეთილში "შეკიდული ჭერი" ჩამოიშალა. დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ.
მეტროსადგურ "ვარკეთილს" დაახლოებით 5 თვის წინ ჩაუტარდა რეაბილიტაცია
მკითხველის კომენტარები
(0)