
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც კომპანია იტყობინება, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1-ელ თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება 307 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ოძისი და ბაქაქურები.
13:00 საათიდან 14:30 საათამდე 476 აბონენტს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნატახტარი, მისაქციელი. 11:45 საათიდან 18:00 საათამდე - 5 აბონენტს თიანეთში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
რაც შეეხება თბილისს, "თელასის" ცნობით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 1 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
გლდანის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III და IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის ხევის დასახლების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის მასივის I კვარტლის, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცხინვალის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევჩის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, ზახაროვის და არბოშიკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.