თბილისის ქუჩები, რომელთაც ხვალ გაზი და ელექტროენერგია შეუწყდება
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, „თელასის“ აბონენტების ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია "თელასის" ცნობით, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონს და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს;
14:00-დან 18:00 საათამდე - ქინძმარაულის ქუჩას (ნაწილობრივ);
10:00-დან 18:00 საათამდე - დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ლუბლიანასა და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00-დან 16:00 საათამდე სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, შოთა ნიშნიანიძისა და გორგასალის ქუჩების მაცხოვრებლებს;
11:00-დან 13:00 საათამდე - აღმაშენებლის გამზირს (ნაწილობრივ) და მარჯანიშვილის ქუჩას;
10:00-დან 18:00 საათამდე - დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, მეფე მირიანისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს;
11:00-დან 14:00 საათამდე ცხინვალის ქუჩას;
11:00-დან 17:00 საათამდე - თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტალს, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტალს, სოფელი გლდანის, ავშნის და გია რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს;
11:00-დან 17:00 საათამდე - ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალს;
12:00-დან 15:00 საათამდე - წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირს და საექიმოს ქუჩას.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.
რაც შეეხება გაზმომარაგებას, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, პარასკევს, 2 თებერვალს 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის IV მიკრო რაიონი, კორპუსი № 7-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.