ეკონომიკა
15.03.2018 / 12:03
შრიფტის ზომა:

"მაგთი" მობილურ ინტერნეტპაკეტებს აღარ გააძვირებს

"მაგთი" მობილურ ინტერნეტპაკეტებს აღარ გააძვირებს

კომპანია "მაგთიკომი" მობილურ ინტერნეტპაკეტს არ გააძვირებს. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საუბარია, კომპანიის მიერ მიმდინარე წლის იანვარში გაკეთებულ განცხადებაზე რომლის თანახმადაც, 18 იანვრიდან "მაგთი" მობილური ინტერნეტპაკეტების ტარიფების ცვლილებას გეგმავდა.

კერძოდ, 500 მეგაბაიტის ღირებულება 2 ლარით უნდა გაზრდილიყო და 5 ლარი უნდა გამხდარიყო, 1 000 მეგაბაიტის ფასი 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი იქნებოდა; 5 ლარით ძვირდებოდა 2 000 მეგაბაიტი და 18 იანვრიდან 12 ლარი უნდა გამხდარიყო; 4 000 მეგაბაიტი 10-დან 14 ლარამდე ძვირდებოდა; 3 ლარით უნდა მოემატებინა და 18 ლარი გამხდარიყო 6 000 მეგაბაიტის ფასი; თვეში 15 000 მეგაბაიტის ფასი კი 30 ლარის ნაცვლად 35 ლარი უნდა ყოფილიყო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კომპანიის ამ გადაწყვეტილებას მაშინვე გამოეხმაურა კომუნიკაციების ეროვნული კომისია და აღნიშნა, რომ ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება.ამასთან, საკითხით დაინტერესდა ეკონომიკის სამინისტროც. შედეგად, კი კომპანია "მაგთიმ" ტარიფების გაზრდა დროებით შეაჩერა. როგორც კომპანიის მიერ მაშინ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო აღნიშნული, "მაგთიკომმა" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა გაითვალისწინა და ტარიფების ცვლილების ამოქმედება დროებით 1 მარტამდე შეაჩერა.

დღეს კი, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომპანია მობილური ინტერნეტპაკეტების ტარიფებს არ გაზრდის.

წყარო: Bpn.ge

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მაჩალიკაშვილების ოჯახი განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

მაჩალიკაშვილების ოჯახი განცხადებას ავრცელებს

მედიაში გაკეთებული ჩვენი ემოციური განცხადება პანკისის დაკარგვის თაობაზე, არ შეიცავდა სხვა აზრს გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ხეობის ნდობის პრობლემაზე გაგვესვა ხაზი, - ასე ეხმაურება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, თუ "დამნაშავე პირები არ დაისჯებიან ხელისუფლება პანკისს დაკარგავს".

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც სრულიად არასწორი განმარტებები მიეცა სხვადახვა ადამიანების და ჯგუფების მიერ.

დასაწყისშივე გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენი ოჯახის ემოციური მდგომარეობა ეხლა უაღრესად მძიმეა. ჩვენმა ოჯახმა ყველაზე მძიმე ფორმებით განიცადა უსამართლობა და ამ სტრესის და ტკივილის გადატანას უზენაესი ალაჰისა და ჩვენი ქისტი და ქართველი მეგობრების მხარდაჭერით, ასევე სამართლიანობის იმედით თუ ვახერხებთ.

ჩვენი 19 წლის შვილი ჩვენივე სახლში ღამით ყველაზე სასტიკი და აგრესიული ფორმით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოგვიკლეს. სპეცრაზმელები ჩვენს ოჯახს, როგორც დამნაშავეებს და არაადამიანებს მოგვექცნენ. იარაღების დამიზნებით იატაკზე დაგვყარეს და გადაადგილების შესაძლებლობას არ გვაძლევდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში ოთახში ვყავდით გამოკეტილები და იარაღებით კბილებამდე შეიარაღებული პირები გადაადგილების შესაძლებლობას და ჩვენი შვილის დაჭრის შესახებ ინფორმაციის გაგების შესაძლებლობასაც კი არ გვაძლევდა. ერთი საათის განმავლობაში თემირლანი საკუთარ ოთახში სისხლისგან იცლებოდა და ჩვენ ჩვენი შვილის დახმარების საშუალებაც კი არ მოგვცეს. ჩვენი სასოწარკვეთა და ტრაგედია იმდენად ღრმა არის, რომ ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია და ამას ჩვენი ქისტური სიმამაცის ეთიკაც არ გვაძლევს.

პირველივე დღეებში ხელისუფლებამ დაიწყო თემირლანისგან დამნაშავის ხატის შექმნა და საკუთარ განცხადებებში სუს-მა ის ყოველგვარი ვარაუდის გარეშე დამნაშავედ გამოაცხადა. საკუთარი შეცდომების და უსამართლობის აღიარების ნაცვლად, ხელისუფლება თემირლანის დისკრედიტირებას ცდილობდა, რაც ცხადია, მისი მხრიდან დაშვებული უსამართლობის გადაფარვის და ჩვენი ოჯახის მიმართ საზოგადოებრივი სოლიდარობის დასუსტების მცდელობა იყო.

ცხადია, თემირლანის, უდანაშაულო ახალგაზრდის საკუთარ სახლში ამ ფორმით სიცოცხლის ხელყოფის საქმე აღელვებს არა მხოლოდ ჩვენს ოჯახს, არამედ მთელს ხეობას. ეს იმიტომ რომ წლების განმავლობაში პანკისის ხეობას ყველა ხელისუფლება საფრთხის შემცველ ტერიტორიად სახავდა და ადგილობრივ ხალხს მუდმივად იმის მტკიცება გვჭირდება, რომ ტერორისტები და რადიკალები არ ვართ. სირცხვილის და თავის მართლების ეს მდგომარეობა რეგიონში სწორედ ხელისუფლებების არასწორმა პოლიტიკამ შექმნა.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ჩვენი ხალხის ღრმა კავშირი და მიჯაჭვულობა საქართველოსთვის გამოიყენოს ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის, ხეობაში ძირითადი მოქმედი სახელმწიფო უწყება სუს-ია, რომელიც სწორედ დასჯის და კონტროლის საშუალებებით მუშაობს ჩვენზე. ბოლოს ჩატერებული სისხლიანი სპეცოპერაცია და მის გარშემო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სოციალური შინაარსისგან დაცლილი, გაუზრებელი განცხადებები ჩვენს ამ განცდას კიდევ უფრო აღრმავებს. და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ჩვეთვის მოყენებული ტკივილი და დასუსტებული ნდობა შეეცვალა, მაღალი თანამდებობის პირები არც კი ჩამოვიდნენ ხეობაში. ჩვენ არ გვესმის ხელისუფლების ეს უმოქმედება უმეცრებაა მხოლოდ, თუ რაიმე სტრატეგია. ხელისუფლებამ ღია ჭრილობებით და ტკივილით მიგვატოვა პანკისელები და დღეს უფლის, საკუთარი და ჩვენი მეგობრების ძალებით ვცდილობთ ამ ღრმა სტრესის გააზრებას და გადალახვას.

ცხადია, ჩვენს ოჯახს და ქისტებს გვაქვს გონიერება და ძალა ხელისუფლების ეს პოლიტიკური უმეცრებაც ავიტანოთ. იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და როგორც ყველა სხვა ჯგუფს, უმრავლესობასა თუ უმცირესობას, გვესმის, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობაა და ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფორმით განვიცდით უსამართლო პოლიტიკის მძიმე შედეგებს. ზოგიერთი სიკვდილს ვებრძვით, ზოგიერთი - სიღარიბეს, ზოგიერთის - ღირსების შელახვასა და სასოწარკვეთას. თუმცა, ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს და სამართლიანობის მიღწევას აქ და ახლა უნდა მივაღწიოთ კანონიერი და მშვიდობიანი საშუალებებით და ერთმანეთის მხარდაჭერით. პანკისის საქართველოს ნაწილია და ჩვენ საქართველოს მოქალაქეობის განცა გამორჩეულად მაღალი გვაქვს და ეს კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამაც.

ამდენად, მედიაში გაკეთებული ჩვენი ემოციური განცხადება პანკისის დაკარგვის თაობაზე, არ შეიცავდა სხვა აზრს გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ხეობის ნდობის პრობლემაზე გაგვესვა ხაზი. დიახ, ნდობის აღდგენის ხაზი დღეს ამ საქმეზე სიმართლის დადგენის პროცესზე გადის და ეს მთელი ხეობისთვის ასეა.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ თემირლანის საქმეზე მისი ოჯახი ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლის დადგენისთვის. სიმართლის დადგენა ჩვენთვის ნიშნავს სპეცოპერაციის ამ ფორმით დამგეგმავი და განმახორციელებული სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების და სროლის განმახორციელებელი პირის სამართლებრივ დასჯას და თემირლანის უდანაშაულობის დამტკიცებისთვის ჩვენთვის სამართლებრივი შესაძლებლობის მოცემას. ჩვენ მოვითხოვთ, სახელმწიფომ დაამტკიცოს, რომ თემირლანმა ნამდვილად იცოდა, რომ ის ბიჭები, რომელსაც თითქმის მთელი ხეობა და ჩვენი ოჯახიც სხვა სახელებით იცნობდა და მეგობრობდა, ტერორისტები იყვნენ და სწორედ ამ მიზნით მათ თემირლანი სხვადასხვა რესურსებით ეხმარებოდა. თუ ამას თავის დროზე დამიმტკიცებდა ხელისუფლება, ჩემი ხელით მივუყვანდი ჩემს შვილს დასაპატიმრებლად. ამისთვის ომის ტექნიკის გამოყენება ხელისუფლებას ჩვენს ოჯახთან არ დასჭირდებოდა.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაიაზროს სუს-ის საქმიანობის პოლიტიკური სიბრმავე და პანკისის ხეობაში მისი საქმიანობის მძიმე შედეგები და დროულად შეცვალოს ის და რაც მთავარია, პოლიტიკური პასუხისგებლობა მოსთხოვოს მის ხელმძღვანელობას.

ჩვენ მადლობას ვუხდით მედიას საქმის მიმართ ინტერესის და მხარდაჭერის გამო, თუმცა, იმისთვის, რომ საზოგადოებასთან ჩვენი კომუნიკაცია უფრო საქმიანი და ნაკლებად ემოციური იყოს, მომავალში საქმის გარშემო სიახლეებს და ჩვენი ოჯახის პოზიციებს სპეციალურად შექმნილი ფეისბუქგვერდის და ჩვენს ადვოკატებთან ერთად ორგანიზებული შეხვედრების გზით გაგიზიარებთ.

ქართული საზოგადოების მიმართ ღრმა პატივისცემით და მადლიერებით,

თემირლანის ოჯახი“, - ნათქვამია თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის განცხადებაში.