14 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
08.02.2018 / 07:02
შრიფტის ზომა:

მართვის მოწმობის გამოცდის ქალაქში გადმოტანის პარალელურად, დაგეგმილია საგამოცდო ავტოპარკის განახლება

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდებისთვის ქუჩების შერჩევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოცდის მარშრუტების და გზების შერჩევა, ასევე სხვა ინფრასტრუქტურული ცვლილებები, - ამის შესახებ Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განუმარტეს.

"ევროდირექტივით აღებული ვალდებულების იმპლემენტაციის მიზნით, მომსახურების სააგენტო აქტიურად მუშაობს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქის პირობებში ჩატარების პროექტზე. ამ მიმართულებით, უახლოეს ხანში სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდება. პროექტზე მუშაობის პროცესში შესწავლილ იქნა, როგორც ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები", - განაცხადეს შსს-ს მომსახურების სააგენტოში.

ამასთან, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის გამოცდის ქალაქში გადმოტანის პარალელურად, დაგეგმილია საგამოცდო ავტოპარკის განახლებაც.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სააგენტოში ასევე განმარტავენ, რომ გამომცდელთა გადამზადება სხვადახვა მიმართულებით მიმდინარეობს, რათა მათ ახალი სისტემით გამოცდის მიღება და მოქალაქეების მომსახურება სრულყოფილად შეძლონ.

სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქის პირობებში საქართველოს რამდენიმე რეგიონში ჩატარდება, თუმცა მათ შორის არ განიხილება თბილისი.

რაც შეეხება თეორიულ გამოცდას, შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ამ მიმართულებით ცვლილებები, მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ „სააგენტო მუდმივად ცდილობს დახვეწოს თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პროცედურები და შინაარსი.“

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მართვის მოწმობის გამოცდის ქალაქში გადმოტანის პარალელურად, დაგეგმილია საგამოცდო ავტოპარკის განახლება | Allnews.Ge