
2017 წელს ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობის 242 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა 2016 წელს მსგავსი 1 794 სამართალდარღვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის 4 შემთხვევა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, მგზავრების ტროლეიბუსით, ტრავმაით, ადგილობრივი რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით (მიკროატობუსით) უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა გამოიწვევა 5 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.