
ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მრავალსართულიანი ბინის მეორე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. 77 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი აივანზე იყო, რა დროსაც გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.