
კურორტ "გოდერძისთან" დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც ხულოს მერი გოჩა მელაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, მეწყერმა ხულო-გოდერძის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა. აღნიშნული მიმართულებით სატრანსპორტო გადაადგილება შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო.
ადგილზე ხულოს მერი და მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან.