08 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სამართალდამცველებმა "ადევნების" რამდენი შემთხვევა გამოავლინეს - იხილეთ სტატისტიკური მონაცემები | Allnews.Ge

სამართალდამცველებმა "ადევნების" რამდენი შემთხვევა გამოავლინეს - იხილეთ სტატისტიკური მონაცემები

2017 წელს "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული კანონდარღვევის, ადევნების 15 შემთხვევა გამოვლინდა, 2018 წლის იანვრის თვეში კი 6 შემთხვევა, - ამის შესახებ Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წელს თბილისში ადევნების 3, ხოლო აჭარაში- 9, შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში კი თითო-თითო შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება 2018 წელს, იანვრის მონაცემებით, თბილისში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის დარღვევის 3 შემთხვევა გამოიკვეთა, ქვემო ქართლში -2, ხოლო, სამეგრელო-ზემო სვანეთში -1.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 ივნისიდან "საქართველოს სისხლის საქმართლის კოდექსში" ახალი, 151-ე პრიმა მუხლი ამოქმედდა, რომლითაც კოდექსში გაჩნდა ახალი ცნება - ადევნება.