
თბილისში, ბუაჩიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების შედეგად 10 ადამიანი მოიწამლა, რომლებიც სტაციონარში გადაიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, საერთო ჯამში მაშველებმა 20 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
დაზარალებულები მოინახულა და ადგილზე სიტუაციას გაეცნო სანზონის მაჟორიტარი დეპუტატი, ალექსანდრე ხუჯაძე. დეპუტატის გადაწყვეტილებით, ერთი ოჯახი, რომლის სახოვრებელი სახლიც დაიწვა, სასტუმროში განთავსდა.