22 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
16.02.2018 / 14:02
შრიფტის ზომა:

რეცეპტების ელექტრონული სისტემა თბილისის სამედიცინო დაწესებულებების ნაწილისთვის სავალდებულო გახდა

15 თებერვლიდან რეცეპტების ელექტრონულად გაცემა სავალდებულო ქალაქ თბილისის იმ სტრაციონარული დაწესებულებებისთვის და მათთან არსებული ამბულატორიებისთვის გახდა, რომლებიც სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებს წარმოადგენენ, - ამის შესახებ Allnews.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაცით, პაციენტის ვიზიტის შემდეგ ექიმი ელექტრონულ რეცეპტს ფარმაცევტულ დაწესებულებებში გზავნის, მედიკამენტების შეძენა კი აფთიაქში პირადი ნომრის წარდგენით მოხდება.

"ეს თავიდან აგვაცილებს პაციენტის მიერ თვითმკურნალობის დანიშვნას, რადგან ექიმი დანიშნულებას დაავადების დიაგნოზის შესაბამისად გასცემს. ამ დანიშნულებას რეცეპტში ელექტრონულად დაწერს და სისტემაში ატვირთავს. პაციენტს აფთიაქში ქაღალდის მატარებლის მიტანა აღარ სჭირდება, შეუძლია, პირადი ნომრის წარდგენის შემთხვევაში, რეცეპტის მიხედვით, მედიკამენტი იმ რაოდენობით შეიძინოს, რაც მას დანიშნული აქვს. აქ ასევე ერთი ძალიან მოხერხებული ნიუანსია, რომლის მიხედვითაც, პაციენტს შეუძლია დანიშნული მედიკამენტის დოზა არა ერთად არამედ ნაწილ-ნაწილ შეიძინოს. როდესაც პაციენტი რეცეპტის მიხედვით მედიკამენტების რაოდენობას მთლიანად ამოწურავს ან რეცეპტს ვადა გაუვა, მან ისევ ექიმს უნდა მიმართოს," - განმარტა მარინა დარახველიძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ამჟამად, აფთიაქებში რეცეპტის როგორც ელექტრონულად, ისე ქაღალდის მატარებლით წარდგენაა შესაძლებელი.

"ამჟამად, მედიკამენტი შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ქაღალდმატარებლით, ისე ელექტრონული რეცეპტით, თუმცა ელექტრონული სისტემა პაციენტისთვის მეტად მოსახერხებელი და მარტივია, ვფიქრობ, რომ არის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია," - აღნიშნავს ის.

მარინა დარახველიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში ელექტრონული რეცეპტის სისტემაში არამარტო სახელმწიფო პროგრამებში ჩართული, არამედ სხვა სამედიცინო დაწესებულებებიც იქნებიან.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რეცეპტების ელექტრონული სისტემა თბილისის სამედიცინო დაწესებულებების ნაწილისთვის სავალდებულო გახდა | Allnews.Ge