02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ სკრაში წყლის ტემპერატურის მატების სავარაუდო მიზეზს ასახელებს | Allnews.Ge

გარემოს ეროვნული სააგენტო სოფელ სკრაში წყლის ტემპერატურის მატების სავარაუდო მიზეზს ასახელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში მახარაშვილების ეზოში არსებულ საყოფაცხოვრებო ჭაში წყლის ტემპერატურის მატება ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სოფელ სკრაში იმყოფებოდნენ, ადგილზე ჭაში არსებული წყლის ტემპერატურა და ტემპერატურის მატების მიზეზები შეისწავლეს.

სპეციალისტების განმარტებით, ჭაში ტემპერატურის მატება გამოწვეულია არა ბუნებრივი, არამედ ტექნოგენური ფაქტორით, წყლის ტემპერატურის მატება შესაძლებელია ელექტრო ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლას უკავშირდებოდეს.

სააგენტოს სპეციალისტები ჭაში არსებული წყლის მონიტორინგს აგრძელებენ.

სოფელ სკრაში მახარაშვილების ოჯახის კუთვნილ ჭაში წყლის ტემპერატურის მატება ოთხი დღის წინ შენიშნეს. მოსახლეობის ინფორმაციით, წყლის ტემპერატურამ +38 გრადუსს მიაღწია.