
მიმდინარე კვირას ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანები არ კარგავენ კომპენსაციის უფლებას გამოუყენებელი შვებულებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ შვებულება არ მოუთხოვიათ.
გერმანიაში მომხდარი ოთხი შემთხვევის განხილვის შემდეგ სასამართლომ უფრო მეტი უფლება მიანიჭა დასაქმებულებს შვებულების დროის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
რა დაადგინა სასამართლომ ?
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
• თანამშრომლები ავტომატურად არ კარგავენ შვებულების დღეებს ან უფლებას რომ მოითხოვონ შვებულების დროის სანაცვლო კომპენსაცია - იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ ეს შვებულება არ მოუთხოვიათ.
• თანამშრომელმა შეიძლება დაკარგოს აღნიშნული უფლება იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი დაამტკიცებს, რომ დასაქმებულს შვებულების აღების საკმარისზე მეტი შესაძლებლობა მისცა.
• დადგენილება განსაკუთრებით ეხებათ იმ თანამშრომლებს, რომელთა კონტრაქტი ამოიწურა ან შეწყდა.
• თუმცა სასამართლომ უარყო თავისი დადგენილების ნებისმიერი ინტერპრეტაცია, რომელიც დასაქმებულებს საშუალებას მისცემდა უარი ეთქვათ შვებულების დღეების გამოყენებაზე იმ მიზნით, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცია უზრუნველეყოთ, სასამართლოს განმარტებით, მსგავსი ქმედება არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას ყოველწლიური ანაზღაურებული შვებულების შესახებ.
• ევროკავშირის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადამიანი ანაზღაურებული შვებულების უფლებას გარდაცვალების შემთხვევაშიც კი არ კარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრები და მემკვიდრეები გამოუყენებელი შვებულების დღეების სანაცვლოდ კომპენსაციას მიიღებენ.
რა იყო ის ოთხი ქეისი, რომელიც სასამართლომ განიხილა
ორ შემთხვევაში საქმე ეხებოდა გარდაცვლილი ადამიანის შვებულების გამოუყენებელ დღეებს. ორი ქვრივი იმ დღეების სანაცვლოდ, რომლებიც მათმა მეუღლეებმა ვერ გამოიყენეს კომპენსაციას ითხოვდნენ. გერმანიის კანონმდებლობით მათ ეს უფლება არ ჰქონდათ.
კიდევ ორ შემთხვევაში ისმოდა კითხვა იწურება თუ არა შვებულების დღეები მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში?
გერმანიაში ლეგალურად მყოფმა სტაჟიორმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ 5 თვის განმავლობაში შვებულება არ აეღო, სანაცვლოდ კომპენსაცია მოითხოვა, დამსაქმებელმა აღნიშნა, რომ მისთვის შვებულების აღება არავის დაუშლია და ამის გამო კომპენსაციის გადახდაზე უარი თქვა.
კიდევ ერთ შემთხვევაში კი Max Planck Society-ის ყოფილ თანამშრომელს 51 დღის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღება სურდა, რომელიც მან 2 წლის განმავლობაში არ გამოიყენა, მის დამსაქმებელსაც ანალოგიური არგუმენტი ჰქონდა.
გერმანული კანონი შვებულების შესახებ
თანამშრომლები, რომლებიც გერმანიაში ხუთი დღის განმავლობაში მუშაობენ, წელიწადში სულ მცირე 20-დღიან შვებულებას აძლევენ, თუმცა ყველაფერი მაინც კონტრაქტზეა დამოკიდებული, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში შვებულება უფრო მეტ დღესაც ითვალისწინებს. გერმანული კანონმდებლობის თანახმად, შვებულების დღეები ერთი წლის განმავლობაში უნდა ამოიწუროს, თუმცა შვებულება შეიძლება ასევე შემოინახო შემდეგი წლისთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა დახარჯო შემდეგი წლის მარტის ბოლომდე. გერმანულ ისევე როგორც ევროკავშირის კანონმდებლობაში გაწერილია, რომ შვებულების გამოუყენებელი დღეების ანაზღაურება არ ხდება ერთი გამონაკლსის გარდა, როდესაც კონტრაქტის შეწყვეტა ხდება. გერმანიის სასამართლო კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ადამიანს გამოუყენებელი შვებულება აუნაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შვებულების შესახებ მათი განცხადება არ დაკმაყოფილდება.
რა მოხდა შემდეგ?
გერმანიის სასამართლომ ევროკავშირის სასამართლოს მიმართა, რათა შვებულებებთან დაკავშირებით ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მითითებები მიეღო. ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ახლა გერმანულ სასამართლოებში დაბრუნდება, სადაც ზემოთ მოყვანილ შემთხვევებთან დაკავშირებით საბალოო განაჩენს გამოიტანენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჯერ საერთოდ, რატომ უნდოდა, რომ ჩემი ოჯახი ამოწყვეტილიყო, ესეც არ იცი, მაგრამ ფაქტი იყო ერთი, რომ ეს მახინჯი ვიღაცის დავალებას ასრულებდა, - ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. დოდო გუგეშაშვილმა ისაუბრა, როდის გაიცნო თავდამსხმელი სახელად ზურა, რომელმაც მისი თქმით, უკრაინიდან თურქეთში ძვირფასი ქვის - ქარვის გადატანაში დახმარება სთხოვა.
დოდო გუგეშაშვილის განმარტებით, ეს ადამიანი მან 11 თვის წინ გაიცნო და თავი წარმოუდგინა, როგორც ვეტერანი.
"(ზურამ)დააყენა საკითხი ასე, რომ მას ჰყავს პარტნიორები თურქეთში, რომლებსაც უნდათ კიევში, მაღაზიაში ქარვის ნაკეთობები ოფიციალურად შეიძინიონ. მაგრამ ვინაიდან უკრაინა ომის ქვეყანა არის მათ მაღაზიიდან აეროპორტამდე ამ ნაყიდი ნივთების უსაფრთხო გადატანის გარანტია არ აქვთ და მთხოვა, რომ თუ მყავს მე იქ მეგობრები, რომლებიც მაღაზიაში ნაყიდ ნივთებს უსაფრთხოდ მიატანინებდნენ აეროპორტში. ქარვა საქართველოში არა, მათ თურქეთში უნდა წაეღოთ. საქართველოზე არ ყოფილა საუბარი", - განაცხადა გუგეშაშვილმა.
დოდო გუგეშაშვილი დარწმუნებულია, რომ მასსა და მის ვაჟზე, ნოდარ გუგეშაშვილზე შეიარაღებული თავდასხმა მისი წარსული საქმიანობის გამო არ მომხდარა და ამ კუთხით რაიმე ტიპის შურისძიება გამორიცხა.
ამასთან, დოდო გუგეშაშვილმა აღნიშნა, რომ შვილის გარდაცვალების სამძიმრის წერილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან მიიღო.
"უწმინდესის წერილი მომაწოდეს, მე უფრო გავძლიერდი. ჩემი შვილის გარეშე მე, არ ვაპირებ ცხოვრებას. ჩემი შვილი ფიზიკურად არ არის ჩემთან, სული მარადიულია. ჩემი შვილი და მე ისევ ერთად ვართ. დედა-შვილს ვერასდროს ვერავინ დააცილებს. ჩვენ ორივე მოგკვლეს, მაგრამ ჩემი შვილი ცოცხალია და ის ჩემთან არის. ადამიანი თავის ცხოვრების გზას თვითონ ირჩევს და თვითონ გადის. ამიტომ ყველამ უნდა გავიაროთ გზა ეს იქნება ვარდით, თუ ეკლით მოფენილი. მე გზა ვარდით არასდროს გამივლია. ყოველთვის ეკლით გავიარე, ვიცი, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც ეკლიანი იქნება, მაგრამ მე ამ გზას გავივლი, მე და ჩემი შვილი ერთად გავივლით", - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.
მკითხველის კომენტარები
(2)
კი მაგრამ ამ ეგრედწოდებულ იმედს ვინმე უყურებს? ტელევიზიაა ქვია ხო მგონი ამას :)))
აბა თქვენ იცით