29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
20.02.2018 / 11:02
შრიფტის ზომა:

მაია ბითაძე დედაქალაქის მოსახლეობას 1-ელი მარტიდან მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ატყობინებს

1-ელი მარტიდან თბილისის 14 ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ მოსაცდელ გაჩერებებზე გაჩერდებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ამის მიზანი საგზაო უსაფრთხოება და დედაქალაქში ქაოტური მოძრაობის განტვირთვაა.

გარდა ამისა, თბილისის მერის მოადგილის თქმით, 1-ელი მარტიდან დასუფთავების სამსახური ქალაქში მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მაია ბითაძის განმარტებით, სწორედ 1-ელი მარტიდან შედის ძალაში მერიის მიერ დაანონსებული ორი სქემა- ერთი სამარშრუტო ტაქსების მოსაცდელზე გაჩერებას ეხება, ხოლო მეორე კი, "თბილსერვისის" სამსახურის ღამის საათებში გადაადგილებას.

"ამის თაობაზე შესაბამისი ცვლილებები შევიდა ნორმატიულ აქტებში, შესაბამისად, სამარშრუტო ტაქსებს 14 ქუჩაზე მოეთხოვებათ უკვე 1-ლი მარტიდან მხოლოდ მოსახდელზე გაჩერება. ამის მიზეზი და მიზანი არის საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა და მეორე მხრივ იმ საცობების ლოკაციების განტვირთვა, რაც ქაოტურ გაჩერებებს ახლავს თან. ამასთან, ამ კუთხით მოსახლეობის თანადგომის დიდი იმედი გვაქვს, სამარშრუტო კომპანიებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და ეს საკითხი მათაც იციან. გარდა ამისა, სატრანსპორტო სამსახურმა ამ 14 გაჩერებაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში უზრუნველყო დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იმისთვის, რომ კომფორტული იყოს თვითონ სამარშრუტო ტაქსებისთვის გაჩერება.

ამავდროულად, 1-ელი მარტიდან ძალაში შედის ის რეგულაცია, რომელიც დასუფთავების სამსახურს, "თბილსერვისის" ჯგუფს ავალდებულებს ღამის საათებში იმოძრაოს და პოლიგონზე ღამის საათებში მოახდინოს ნაგავმზიდი მანქანით ტრანსპორტირება, ეს იქნება საღამოს საათები. 22.00 საათიდან მოხდება ნაგვის გატანა ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე, დაწყებული ვაკის პარკიდან, დამთავრებული თსუ-სპირველ კორპუსამდე, ანუ მთელი ჭავჭავაძე და მიმდებარე ყველა ქუჩის განშტოება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, ვისაც ეს ეხება, იქნება ჩართული და გაითვალისწინებს ამ საპილოტო პროექტის მთავარ მიზანს", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე განმარტებით, შემოვა ნარჩენების სორტირების სხვადასხვა მოდელი, ეტაპობრივად, წლების განმავლობაში.

"ვფიქრობ, რომ ორივე საპილოტე მოდელის წარმატებულად დასრულების შემდეგ თბილისის სხვა ქუჩებზეც განვავრცობთ ორივე რეჟიმს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ორივე პროცესში მოსახლეობა იქნება ჩართული", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მკითხველის კომენტარები
(10)

ვეტერანი
22 თებერვალი , 2018 13:02

კარგით რა? არ გეყოთ ხალხის ლანძღვა? ქ-ნი მაია ღირსეული მამის ღირსეული შვილია

ნიკოს
22 თებერვალი , 2018 10:02

ნიკო, ვინ არის ბიტაროვა?<br />ბითაძეა! კარგდა წაიკიტხე. ტუ რამე შურსიზიება გაქვს მის მიმარტ

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მაია ბითაძე დედაქალაქის მოსახლეობას 1-ელი მარტიდან მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ატყობინებს | Allnews.Ge