01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თბილისის რომელ ქუჩებს შეუწყდება ხვალ გაზი და ელექტროენერგია? | Allnews.Ge

თბილისის რომელ ქუჩებს შეუწყდება ხვალ გაზი და ელექტროენერგია?

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 21 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კერძოდ, "თელასის" ცნობით, შეზღუდვა შეეხება:

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ნატბეურების დასახლების, ქოშიგორის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ყურაშვილის, მირიან მეფის, პეტრე იბერის, ვიქტორ ნოზაძის, გოდერძი ჩოხელის, გრიგოლ ფერაძის, ბერაძის და კვერნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, აკაკი ბაქრაძის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

12 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, ქერჩის და ღების ქუჩების მაცხოვრებლებს.

რაც შეეხება გაზმომარაგებას, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ოთხშაბათს, 21 თებერვალს, 14:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, დოლიძის ქუჩა № 27-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

21 თებერვალს დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის № 83-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის I სადარბაზოში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღის 13:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქუჩა № 16-ში მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღის 13:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

21 თებერვალს დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ბაგები, კორპუსი № 3, III სადარბაზოში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღის 13:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.