
შინაგან საქმეთა სამინისტრო თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის აღმოჩენის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, 21 წლის გოგონას სხეულში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
"დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია - იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.