28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
24.02.2018 / 09:02
შრიფტის ზომა:

ავსტრიიდან ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება

ავსტრიიდან, ტალჰაიმ-ბაი-ველსში მცხოვრები ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება. ისინი საქართველოში ორშაბათს უნდა გაადეპორტონ, - ამის შესახებ ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ORF იუწყება.

როგორც ORF აღნიშნავს, ქალაქის მერმა ანდრეას სტოკინგერმა ქართული ოჯახის მხარდამჭერი კამპანიაც მოაწყო, რათა ისინი ქალაქში დარჩნენ. ის ოჯახს მას შემდეგ იცნობს, რაც ისინი სამი წლის წინ ტალჰაიმ-ბაი-ველსში დასახლდნენ.

"ჩვენ ასეთი ოჯახები უნდა გამოვიყენოთ. მშვენიერი ბავშვები არიან. ორივე კარგად საუბრობს გერმანულად. ისინი ინტეგრირებულნი არიან. მათი მშობლები მუშაობენ. ვერაფრით ვიგებ ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ქალაქის მერმა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ორი წლის წინ ავსტრიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჩასვა, რაც საქართველოს მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მოპოვებას ართულებს. როგორც ავსტრიული პრესა წერს, ოჯახის წევრს, დედას, საქართველოში მოკვლით ემუქრებოდნენ, რაც საქართველოს დატოვების მიზეზი გახდა. ის ახლა ჰოსპიტალიზებულია მას შემდეგ, რაც თავის მოკვლა სცადა.

აღსანიშნავია, რომ ოჯახს თავშესაფრის მიცემაზე უარი ეთქვა. ოჯახის ადვოკატმა აღნიშნული გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.

მკითხველის კომენტარები
(1)

მარი
24 თებერვალი , 2018 20:02

მერე რა მოხდა?მერეეეეე

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ავსტრიიდან ოთხსულიანი ქართული ოჯახის დეპორტაცია იგეგმება | Allnews.Ge