
საქართველო და ინდოეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობას შეისწავლიან. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს "ერთი მხრივ, ინდოეთის რესპუბლიკასა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის თაობაზე ერთობლივი კვლევის განხორციელების შესახებ" ერთობლივი განცხადების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ.
"ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩვენს სამეზობლოსთან, ევროკავშირთან, EFTA-სთან და ცოტა ხანში, სავარაუდოდ, მოვაწერთ ხელშეკრულებას ხელს ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან და ჩვენ გვინდა დავიწყოთ კვლევა ინდოეთის მიმართულებით. ამისთვის ნიუ-დელიში მიემგზავრება ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით და ჩვენ რამდენიმე თვეში გვექნება კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მოხდება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონული ჰაბი ამ მიმართულებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პოტენციალი ბოლომდე არის გამოსაყენებელი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" რეაბილიტაციის სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. მათ, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე მდებარე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსის" ერთ-ერთ ობიექტთან აქცია გამართეს.
ისინი აპროტესტებენ სამუშაო დროის ზრდას და ხელფასის იგივე რაოდენობით დატოვებას. რეაბილიტაციის სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ აქამდე 15 დღე მუშაობდნენ თვის განმავლობაში და ხელფასს 560 ლარის ოდენობით იღებდნენ, ხოლო ახალი კონტრაქტის თანახმად, სამუშო დღეების რაოდენობა 25-26 დღემდე გაიზარდა, ხელფასი კი იგივე დარჩა.
გაფიცულ თანამშრომლებს ცოტა ხნის წინ კომპანიის ხელმძღვანელები შეხვდნენ, თუმცა ისინი შეხვედრით უკმაყოფილოები არიან. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სამსახურის თანამშრომლებმა განუცხადეს, ისინი დღეიდან, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აღარ აპირებენ მუშაობას და გაიფიცებიან.
მათი თქმით, არ დათანხმდნენ კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, რომლის მიხედვითაც თანამშრომლებმა უნდა შექმნან შვიდკაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც კომპანიასთან ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც რეაბილიტაციის სამსახურის თანამშრომლებს აქვთ, რადგან მათ კომპანიის ხელმძღვანელებისგან ვერ მოისმინეს ამ პრობლემების აღმოფხვრის რეალური სურვილი.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რუსუდან სანიკიძის განცხადებით კი, კომპანიის თანამშრომლებისთვის სამუშაო გრაფიკის ზრდა არ მომხდარა.
სანიკიძე იმედოვნებს, რომ კომპანიასა და უკმაყოფილო თანამშრომლებს შორის ახალ სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება. მისივე თქმით, ახალი გრაფიკი ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით შეთანხმდება.
"შეხვედრა გაიმართა კონტრაქტორ პირებთან, რომელიც დაქირავებული ჰყავს GWP-ს სამუშაოების შესასრულებლად. მათ გავაცანით ახალი საშემსრულებლო ტარიფი, რაც განპირობებულია იმ კონკრეტული პროექტებიდან, რომელიც დაგეგმილია უახლოეს მომავალში. ამ ეტაპზე ახალი სამუშაო გრაფიკის შეთანხმება მიმდინარეობს დაქირავებულ კონტრაქტორებთან. ახალი სამუშაო გრაფიკის შეთანხმების პროცესში შევაჯერებთ იმ პოზიციებს, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები",- განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, მომსახურების ანაზღაურება არც ერთ პირს არ შეცვლია. "ანაზღაურების ფორმატი რჩება იგივე, რაც იყო გასულ პროექტებზე. ანაზღაურების საკითხი არ განიხილება. მოცემულ მომენტში განიხილება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო გრაფიკის ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ქალაქში წარმოებული პროექტების გრაფიკთან. სამუშაო დროის ზრდა არ მომხდარა, მოხდა გადალაგება სამუშაო გრაფიკის", - განაცხადა სანიკიძემ.
რაც შეეხება თანამშრომლების მხრიდან შესაძლო გაფიცვას, სანიკიძის ინფორმაციით, მათთან კომპანიის ხელმძღვანელების შეხვედრაზე ასეთი მწვავე კომუნიკაცია არ ყოფილა.
მკითხველის კომენტარები
(0)