საზოგადოება
19.06.2016 / 11:06
შრიფტის ზომა:

ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამვლის სავარაუდო მიზეზი გამოიკვეთა

ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამვლის სავარაუდო მიზეზი გამოიკვეთა

ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამლის ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტულად რომელმა ნივთიერებამ გამოიწვია მოწამვლა, ექსპერტიზა მიმდინარეობს და იგი ჯერ არ დასრულებულა.

"პირველ დღეს ჩატარდა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ატარებენ ძალიან დეტალურ გამოკითხვას - პრაქტიკულად გამოძიებას კვების პროდუქტებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა ცალსახა პასუხი, რომ ეს იყო ერთ-ერთ კვების პროდუქტთან, ხაჭაპურთან კავშირში, რადგან უკლებლივ ყველასთან განვითარდა ეს მოვლენები. რაც შეეხება იმას, რომელმა კონკრეტულმა ნივთიერებამ გამოიწვია მოწამვლა, ამის დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს და პასუხი მალე გვეცოდინება. თუმცა, საბედნიეროდ, ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა სერგეენკომ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მისივე თქმით, თბილისში სამკურნალოდ გადმოყვანილი 11 ბავშვიდან კლინიკაში მეთვალყურეობის ქვეშ ორი რჩება.

ხელვაჩაურში სოფელ სატეხიაში 24 ადამიანის მოწამვლის ფაქტზე გამოძიება 15 ივნისს დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოკვლევა.

სოფელ სატეხიაში მცხოვრებლებს ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები აქვთ. ერთი ვერსიით, ინტოქსიკაცია გაზიანმა სასმელმა გამოიწვია, მეორე ვერსიით კი, შესაძლოა მოწამვლა განზრახ განხორციელდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ცივი იარაღის გაყიდვა მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში იქნება შესაძლებელი | Allnews.Ge

ცივი იარაღის გაყიდვა მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში იქნება შესაძლებელი

ცივი იარაღის გაყიდვა მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში იქნება შესაძლებელი, მისი შეძენა კი განსაზღვრული კატეგორიის მოქალაქეებს შეეძლებათ.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მომზადებული აქვს, რომლის ინიცირებაც მთავრობის სხდომაზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოხდება.

ცივი იარაღის რეალიზაციის გარკვეულ რეგულაციებში მოქცევაზე, "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა. როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, მოხდება რისკ-ჯგუფების განსაზღვრა, თუ ვისზე არ უნდა გაიყიდოს ცივი იარაღი. მისივე თქმით, კანონპროექტი მიზნად ისახავს, ცივი იარაღის უკონტროლო ბრუნვის პრობლემის მოგვარებას.

"დღეს ცივი იარაღის ყიდვა-გაყიდვა არ არის რეგულირებადი და ჩვენ გვინდა, რომ ეს რეგულაციებში მოვაქციოთ. გვინდა დავაწესოთ შეზღუდვები, მათ შორის კანონმა განსაზღვროს, ვის არ შეიძლება მივყიდოთ ცივი იარაღი. მაგალითად, არასრულწლოვნებს, ნასამართლევ პირებს და ა.შ. გვინდა გამოვყოთ ე.წ. რისკ ჯგუფები, რომლებისთვისაც არ შეიძლება ცივი იარაღის მიყიდვა, გავამკაცროთ არსებული კანონმდებლობა და გარდა ამისა, დავხვეწოთ აღსრულების მექანიზმები. სწორედ ამ ოთხი მიმართულებით ვმუშაობთ ახლა, რაც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს, რომ ცივი იარაღის აბსოლუტურად უკონტოლო ბრუნვის პრობლემა მოგვარდეს, რათა ეს იარაღი არ მოხვდეს არასრულწლოვნების, ან სხვა რისკ-ჯგუფების ხელში, რასაც მერე, საბოლოო ჯამში, მივყავართ დაჭრამდე და დანაშაულის ჩადენამდე.

ასევე ვფიქრობთ, განისაზღვროს კონკრეტული ადგილები, სადაც ცივი იარაღი გაიყიდება და არა ყველგან, სადაც არასრულწლოვნისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იქნება ეს იარაღი, სადღაც მაგალითად, მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც დახლზე აწყვია, ვიღაც მიდის და ამას 5 ლარად ყიდულობს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილთან ინტერვიუს სრულ ვერსიას "ინტერპრესნიუსი" დღის განმავლობაში შემოგთავაზებთ.