31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
02.03.2018 / 06:03
შრიფტის ზომა:

სინოპტიკოსები თებერვლის თვის ამინდს აფასებენ

1960 წლიდან დაწყებული ეს იყო რიგით მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი ქვეყნისთვის 1966, 1977 , 2009, 2016, და 2013 წლების შემდეგ.

მიწისპირა ატმოსფერული ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურის გადახრამ მრავალწლიური ნორმიდან, საშუალოდ, +3, +4°C შეადგინა. თებერვლის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +8, +10°C, აღმოსავლეთ საართველოს ვაკე ტერიტორიაზე +3, +6°C, ხოლო მთაში და მაღალ მთაში -1, +5°C-ის ფარგლებში აღინიშნა.

ნორმასთან შედარებით ტემპერატურის ყველაზე მაღალი დადებითი გადახრები (+4, +6°C) სამხრეთ საქართვლოს მთიანეთსა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაიკვირვებოდა.

ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები, ძირითადად, თვის მესამე დეკადაში დაფიქსირდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს +21, +23°C-ს კოლხეთის დაბლობზე მიაღწია. თებერვლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურები, თვის პირველ რიცხვებში აღინიშნა და სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე, ასევე, ზემო სვანეთში აბს. მინიმუმები -13, -16°C-მდე დაეცა. ნალექების რაოდენობის მიხედვით, თებერვლის თვე ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საკმაოდ მშრალი იყო. შედარებით ნალექიანი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, სადაც ნალექების თვის ჯამები ნორმალურ მნიშვნელობებს დაახლოებით 30%-ით აღემატებოდა. ნალექების თვის მაქსიმალური რაოდენობა (70-100 მმ), ჩვეულებრივ, შავი ზღვის სანაპირო ზოლსა კოლხეთის დაბლობზე და მოვიდა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (0-10 მმ) ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აღინიშნებოდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სინოპტიკოსები თებერვლის თვის ამინდს აფასებენ | Allnews.Ge