საზოგადოება
02.03.2018 / 10:03
შრიფტის ზომა:

თბილისისა და ბათუმის გარდა, პარკირების საფასურის გადახდა სხვა ქალაქებშიც სავალდებულო გახდება

პარკირების წესების დარღვევის შემთხვევებზე ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც ამჟამად მხოლოდ თბილისსა და ბათუმში მოქმედებს, ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება.

პარკირების წესების დარღვევასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტებზე გავრცელების თაობაზე ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომელიც დეპუტატებმა - ზაზა გაბუნიამ, მერაბ ქვარაიამ, გოგა გულორდავამ და ირაკლი მეზურნიშვილმა მოამზადეს.

პროექტის მიხედვით, ავტოსტრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე პარკირების ადგილას დგომა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მუნიციპალიტეტს საფასური დადგენილი არა აქვს), გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამასთანავე, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას 12-საათზე მეტი დროით დგას, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.

ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები, ჯარიმასთან ერთად, დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს დაეკისრება.

მკითხველის კომენტარები
(1)

სსდ
02 მარტი , 2018 12:03

ვაი თქვენს პატრონს , აღარ იცით ფული საიდან მოიტანოთ და რასაც ქვია ბოლომდე წურავთ ყველაფერს .

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისისა და ბათუმის გარდა, პარკირების საფასურის გადახდა სხვა ქალაქებშიც სავალდებულო გახდება | Allnews.Ge