07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ყველაფერი სამგორში დღეს გაჩენილი ხანძრის შესახებ - დამწვარია ხის საამქრო | Allnews.Ge

ყველაფერი სამგორში დღეს გაჩენილი ხანძრის შესახებ - დამწვარია ხის საამქრო

დღეს, სამგორში, ხის საამქროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3000 კვ.მ.-დე ფართობი დაიწვა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანდრე ქუჯაიძემ განაცხადა, მისივე თქმით, ამ დროისთვის ხანძრის ცალკეული კერების ჩაქრობა მიმდინარეობს.

"დაიწვა დაახლოებით 2000-დან 3000 კვ.მ-მდე სასაწყობე ფართი, სადაც ინახებოდა ხის მასალა. საწყობი მთლიანადაა დამწვარი. დაშავებული არ გვყავს. ხანძარი დაახლოებით 08:00 საათზე გაჩნდა. ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია და ცალკეული კერების ჩაქრობა მიმდინარეობს. ადგილზე 15 სახანძრო ბრიგდა მუშაობს. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ქუჯაიძემ.

არსებული ინფორმაციით, საწარმო "აწარმოე საქართველოს" პროექტის ფარგლებში იყო დაფინანსებული და ძაღლებისთვის ხის სადგომები მზადდებოდა.

ისნის რაონის გამგებლის, კახა ლაბუჩიძის ინფორმაციით, ხის საამქროში გაჩენილი ხანძრის შედეგად ძვირადღირებული დანადგარები და საღებავების საწყობია დამწვარი.

როგორც ლაბუჩიძემ ჟურნალისტებს ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ განუცხადა, ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, საწყობი მთლიანად დაიწვა.

"ჯორჯიან პროდაქსს" აქ ჰქონდა რამდენიმე საწყობი. სამწუხაროდ, ის, სადაც ძვირადღირებული დანადგარები და საღებავების საწყობი იყო, დაიწვა. რამდენიმე სახის პროდუქციას აწარმოებდნენ. ერთ-ერთი პროდუქცია შინაური ცხოველების სახლები იყო, რომელიც ძირითადად ევროპაში იყიდებოდა.

ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია, სხვა საწყობებზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს. საბედნიეროდ, ამ საწყობთან არ გვაქვს საცხოვრებელი სახლები და არც სხვა კომპანიების საწყობებს გადადებია ცეცხლი. ძალიან მცირე კერებია დარჩენილი, რომელსაც ახლა აქრობენ.

სერიოზული ზარალია, რასაც ვუყურებთ. მიზეზი არავინ იცის. დაზღვეულია თუ არა ობიექტი, ამის შესახებ დეტალები არ ვიცი. რაც შეუძლია გამგეობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დავეხმარებით", - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.